Illyrian Pure Sport შესაძლოა პირველი ალბანური სუპერქარი გახდეს
ყველაფერს აქვს დასაწყისი.
სამი წლის წინ გულშემატკივარმა Porsche 9RE რენდერი შექმნა. ქენდრი თაქიმ ამ რენდერს 918-ს შთამომავალი უწოდა. თუმცა, როგორც ჩანს ის რენდერებზე შეჩერებას არ აპირებს.
თაქიმ ახალი რენდერების სურათები შემოგვთავაზა. სურათებზე Illyrian Pure Sport-ია. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ რენდერია, მაგრამ თაქი ამ რენდერის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას აპირებს. ამას მისი კომპანია Arrera Automobili გააკეთებს.
თაქის თანახმად, როცა ეს პროექტი დასრულდება, ის იქნება პირველი ალბანური სუპერქარი საერთაშორისო სტანდარტებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მან ეს რენდერი დიზაინერების ჯგუფის გარეშე შექმნა, სავარაუდოდ, სუპერქარის დიზაინერი თვითონ იქნება. ინჟინრების და წარმოებისთვის საჭირო გუნდი უკვე ჰყავს.
რაც შეეხება დიზაინს, კარბონის სხეულს Illyrian Pure Sport-ს იტალიური კვალი ეტყობა. განსაკუთრებით წინა ნაწილში თავისი ვერტიკალურად მიმართული მაშუქებით. უკანა ნაწილში უფრო „შიშველი“ კარბონი და დიდი მაყუჩის მილები.
თაქიმ სუპერქარის მონაცემებიც გაგვიზიარა. 6.2-ლიტრიანი ტვინ-ტურბო LT2 V8 ძრავა 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 375კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 2.7 წამში აღწევს.
ამჟამად თაქის Illyrian Pure Sport მხოლოდ ხედვაა. მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება რამდენიმე წელიწადში. ყველამ საიდანღაც დაიწყო. იქნებ თაქისთვის სწორედ ესაა დასაწყისი?