თქვენც ფიქრობთ, რომ ახალი M5 ძალიან სწრაფია? | სჯობს ჯერ ეს მონსტრი ნახოთ
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 600 ცხენის ძალის მქონე სუპერქარები ჩვეულებრივ მონსტრებად ითვლებობდნენ. თუმცა ახლა, მსგავს სიმძლავრეს უამრავ პრემიუმ კლასის სედანში, SUV-სა თუ უნივერსალში იპოვით. ამის ნათელი მაგალითი ახალი BMW M5-ია.
ჰიბრიდული 4.4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავით აღჭურვილი მოდელი 717 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, რაც საკმარისზე მეტიცაა საჯარო გზებზე გადაადგილებისთვის. მაგრამ Manhart-ისთვის? Manhart-ისთვის ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არასდროსაა.
გერმანულმა ტუნინგმა წლების განმავლობაში BMW-თან დაკავშირებული ექსპერიმენტებით სახელი დაიმკვიდრა და არც ამბიციურ პროექტებს ერიდება. ახლა კი ტუნინგმა თავის თავზე ახალი M5-ის მოდიფიცირება აიღო და ის კიდევ უფრო არაჩვეულებრივი გახადა. Manhart-მა V8 ძრავის ტურბოჩარჯერები განაახლა და მანქანას საკუთარი, MHtronik-ის ელექტროგადამცემი კოლოფი დაუყენა. სპორტულ სედანს ახლა განახლებული უჟანგავი ფოლადის გამონაბოლქვი სისტემაც აქვს - რეგულირებადი სარქველებით და სარბოლო გამშვები მილებით.
ამ განახლებების საშუალებით, Bimmer-ი ახლა 897 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. უცნობია, თუ რა დროს ანდობებს მოდიფიცირებული ვერსია 0-დან 100-მდე აჩქარებას, თუმცა ის რა თქმა უნდა უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე სტანდარტული მოდელი.
გარდა ამისა, კომპანიის ყველა MH5 900E, BMW M-ის ქარხნულად დამონტაჟებულ კარბონ-კერამიკულ მუხრუჭებსაც გთავაზობთ. თუმცა მომხმარებელთა სურვილის შესაბამისად, ხელმისაწვდომია სათადარიგო ვარიანტებიც. მექანიკურ გაუმჯობესებებთან ერთად, M5 ახალ ალუმინის ნაჭედი დისკებზეც დგას - 22×10.5 წინა და 22×11 უკანა ზომებით და შესაბამისად, 295/30 და 315/30 საბურავებით.