რეგულაციები, კანონები, ტექდათვალიერება
Aa
Aa

ტექდათვალიერების გაუვლელობაზე მძღოლები დროებით არ დაჯარიმდებიან

საქართველოში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არსებული რთული სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცდილობს გარკვეული გადაწყვეტილებებით მოსახლეობას დროებით ეს მდგომარეომა შეუმსუბუქოს.

ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმები არ გამოიწერება.

„პირველ რიგში, ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექდათვალიერების მომსახურეობის სერვისები და ისინი ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, მაგრამ ეს იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ავტომობილის ნაწილების შეძენა შეზღუდულია. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ავტომობილების მფლობელების უფლებების დაცვას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები