რომელი მარკის ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას ქართველი მომხმარებელი?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 010 195 ერთეული შეადგინა. მათგან 984 369 მანქანა თბილისშია რეგისტრირებული, დანარჩენი კი საქართველოს რეგიონებზე ნაწილდება.
 
ასევე იხილეთ: რა ავტომობილზე ოცნებობენ ქართველები? — ქუჩის გამოკითხვა
 
რაც შეეხება ავტომობილების მარკების მიხედვით განაწილებას, საანგარიშო პერიოდისთვის, საქართველოში ყველაზე მეტი Toyota-სა და Mercedes-ის მარკის ავტომობილია რეგისტრირებული. კერძოდ, მათი რაოდენობა ჯამში 467 227 ერთეულს შეადგენს, რაც მთლიანი ავტოპარკის 23%-ზე მეტია.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, პოპულარული მარკების ათეული შემდეგნაირია:
- TOYOTA — 234 199 ერთეული;
- MERCEDES-BENZ — 233 028 ერთეული;
- FORD — 199 213 ერთეული;
- VAZ — 151 974 ერთეული;
- OPEL — 145 542 ერთეული;
- BMW — 98 124 ერთეული;
- VOLKSWAGEN — 84 851 ერთეული;
- HONDA — 80 470 ერთეული;
- NISSAN — 76 421 ერთეული;
- HYUNDAI — 60 683 ერთეული.
წყარო: BPN.GE
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს