იუთუბერმა ახალი Porsche Tyacan-ი პირდაპირ მაღაზიის შუშების გავლით წაიყვანა
ეს ის ტიპია, რომელმაც Mercedes-AMG GT 63S-ს ცეცხლი წაუკიდა.
როგორც ჩანს „იუთუბერები“ და „ინფლუენსერები“ დღესდღეისობით ნახვებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები. სუპერქარის დაწვა? არ არის პრობლემა. სუპერქარის დამტვრევა? არც ესაა პრობლემა, თუმცა, ეს ყველაზე ბრიყვული ისტორიაა.
რუსი ვლოგერი ЛИТВИН-ი კუთვნილი Porsche Taycan Turbo S-ის ჩაბარებისთვის მოემზადა. თუმცა, ახალი ავტომობილით სადილეროს გასასვლელი კარებით დატოვებით ნაცვლად, მან შენობის შუშებში გავლა გადაწყვიტა.
ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ვიდეო რამდენიმე კუთხიდანაა გადაღებული და კამერებიც წინასწარვე გახლდათ მომართული. სამწუხაროდ, ავტომობილს ეს დიდებული ჩანაფიქრი დაზიანების გარეშე არ გადაუტანია. ვიდეოში ჩანს, რომ წინა ბამპერი გატყდა, ხოლო ძრავის ხუფმა ფორმა დაკარგა.
Porsche-ს სადილეროს კი ჩამტვრეული შუშები და პროფილები აქვს აღსადგენი. ეს ყველაფერი კი წინასწარვე, ნახვების მოსაგროვებლად იყო შეთანხმებული.
მიუხედავად ყველაფრისა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვლოგერი მავნებლურად იქცევა. რამდენიმე თვისწინ ЛИТВИН-მა ფუნქციური, თუმცა, მცირე პრობლემის მქონე Mercedes-AMG GT 63 S-ს ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ამ ვიდეომ ბევრი ადამიანი გააღიზიანა დიდი ალბათობით ეს ახალი „ვიდეოც“ ამავე ბედს გაიზიარებს.