რესტავრაცია, კლასიკური ავტომობილები, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინ დიბი 4
Aa
Aa

ფარდულში ნაპოვნი Aston Martin DB4

როგორი აღმოჩენაა!

სურათზე ნაჩვენები Aston Martin DB4 New York თან ახლოს, ფარდულში იპოვეს. ეს კონკრეტული ავტომობილი ერთ პიროვნებას 40 წლის განმავლობაში ჰყავდა, ფარდულში კი ბოლო 30 წელი გახლდათ გამოკეტილი. კორპუსის ნაწილები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ დაზიანებების კვალი არ აღინიშნება.

ეს 1962 წლის Aston Martin DB4 საოცრად ამაღელვებელი და იშვიათი აღმოჩენაა. ის ქარხნულად ლურჯად იყო შეღებილი და ტყავის წითელი ინტერიერით იყო წარმოდგენილი. ახლა კი, 30 წლიანი ტყვეობის შემდეგ, ის რესტავრაციას ელოდება.

ეს ავტომობილი წინა მფლობელს თავისმა უფროსმა იმის მერე აჩუქა, რაც მისთვის შეკეთება სცადა. ერთი კვირიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ კი ავტომობილ ფარდულში გაჩერდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ DB4 თავისი ძალებით არ დაძრულა და როგორც ზემოთ აღინიშნა, ფარდულში 30 წელი გაატარა.

მაშინ, როცა DB4 ახალი გამოსული იყო, ის პირველი სერიულად წარმოებული ავტომობილი გახლდათ, რომელიც 0-დან 160-მდე აჩქარებას და ისევ 0-მდე შენელებას 30 წამზე ნაკლებ დროში ახერხებდა.

ახლა ავტომობილი Gullwing MotorCars-ის აუქციონზე გადის და ის 325 000$-ად არის შეფასებული. ეს თანხა შესაძლოა გეძვიროთ, თუმცა, რესტავრაციის შემდეგ მისი ღირებულება რამდენიმე მილიონს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები