სუპერქარები, ჩინეთი, გრეით ვოლ მოტორი, გრეით ვოლ მოტორსი, ვი 8, ჩინური
Aa
Aa

ჩინელებს ელექტრომობილები აღარ ყოფნით — GWM V8 ძრავით აღჭურვილ ჰიპერქარზე მუშაობს

ჩინურმა ავტომწარმოებლებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ელექტრომობილების (EV) სეგმენტში მსოფლიო ლიდერები არიან — იქნება ეს დამუხტვის სისწრაფე, ხელმისაწვდომობა თუ რეკორდები ნიურბურგრინგზე (როგორც Xiaomi SU7 Ultra-ს შემთხვევაში). თუმცა, შიგაწვის ძრავების სფეროში ჩინეთს ასეთი მწვერვალები ჯერ არ დაუპყრია. კომპანია Great Wall Motor-ი (GWM) ამ რეალობის შეცვლას გეგმავს.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

 

Auto China 2026-ის გამოფენაზე GWM-მა წარადგინა სრულიად ახალი პლატფორმა GF-ი (Great Faith), რომელიც, ბრენდის რწმენით, ჩინურ ავტოინდუსტრიას სუპერქარების რუკაზე მონიშნავს. პლატფორმა საფუძვლად დაედება როგორც საგზაო ავტომობილს, ისე GT3 კლასის სარბოლო მანქანას. ორივე მათგანი აღჭურვილი იქნება 4.0-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავით.

ძრავას ე.წ. „Hot-Vee“ კონფიგურაცია აქვს (ტურბოჩამბერები მოთავსებულია ცილინდრების ბლოკებს შორის). GT3 ვერსიაში, რეგულაციების გამო, ძრავა 592 ცხენის ძალამდე იქნება შეზღუდული. თუმცა, საგზაო ჰიბრიდული ვერსია საავტომობილო სამყაროს ნამდვილ შოკს ჰპირდება — მისი ჯამური სიმძლავრე 1184 ცხ.ძ-იქნება.

ეს პირველი ჩინური სუპერქარი იქნება ნახშირბადის ბოჭკოს მონოკოკით და შუაძრავიანი განლაგებით, რაც მას McLaren-ის სტილის დინამიკასა და სიმსუბუქეს შესძენს. სარბოლო GT3 ვერსიის დებიუტი მომავალ წელს, შანხაის ავტოშოუზეა მოსალოდნელი.

GWM არ არის ერთადერთი, ვინც ამ პრესტიჟულ კლასში შესვლას ცდილობს. ჰიუნდაის მდიდრული ქვებრენდი Genesis-ი ასევე ავითარებს საკუთარ GT3 ავტომობილს Magma GT-ის კონცეფციის ბაზაზე. ისიც შუაძრავიანი იქნება, თუმცა მოდელის საგზაო ვერსია უფრო მეტად Porsche 911-ის კონკურენტად მოიაზრება, ვიდრე GWM-ის ჰიპერქარის.

ერთი სიტყვით, ჩინეთის შესვლა სუპერქარებისა და GT3 რბოლების სამყაროში ნიშნავს, რომ ევროპულ და იაპონურ ბრენდებს სერიოზული დაფიქრება მართებთ.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს GWM-ის V8 ძრავა ისეთივე ნდობისა და აღიარების მოპოვებას, როგორიც ევროპული ბრენდების აგრეგატებს აქვთ, თუ ჩინეთის მომავალი მაინც ელექტრომობილებშია?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები