საქართველო, საწვავის ფასი, საწვავის კრიზისი, ბენზინის ფასი
Aa
Aa

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა | რა მდგომარეობაა ბენზინგასამართ სადგურებზე?

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო 4 დღეში დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა. შედეგად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის ღირებულება 32 თეთრიდან 1.01 ლარამდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა ღირებულება, მარტიდან, მას შემდეგ, რაც საწვავმა გაძვირება დაიწყო ქვეყანაში: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)

Gulf (ბოლო 4 დღეში ზრდა 10 თეთრით; 7 მარტიდან ზრდა 51-დან 94 თეთრამდე)

  • G-Force სუპერი - 4.09 ლარი (3.53 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 56 თეთრით;
  • G-Force პრემიუმი - 3.69 ლარი ( 3.07 ლარი იყო), 7 მარტიდან ზრდა 62 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.55 ლარი (2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 58 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 3.43 ლარი (2.92 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 51 თეთრით;
  • G-Force ევრო დიზელი - 4.07 (3.13 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 94 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 3.97ლარი ( 3.35ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 62 თეთრით.

Wissol (ბოლო 4 დღეში ზრდა 10 თეთრით; 7 მარტიდან ზრდა 54 თეთრიდან 1.01 ლარამდე)

  • ეკო სუპერი - 4.08 ლარი ( 3.54 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 54 თეთრით;
  • ეკო პრემიუმი - 3.68 ლარი (3.12 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 56 თეთრით;
  • ეკო დიზელი - 4.22 ლარი (3.23 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 99 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 4.19 ლარი (3.18 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.01 ლარი.
  • ევრო რეგულარი -3.53 ლარი ( 2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 56 თეთრით.

Socar ( ბოლო 4 დღეში დამატებით აღარ გაზრდილა; 7 მარტიდან ზრდა 32-დან 94 თეთრამდე)

  • ნანო სუპერი - 3.87 ლარი (3.55 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 32 თეთრით;
  • ნანო პრემიუმი -3.55 ლარი ( 3.11 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 44 თეთრით;
  • ნანო ევრო რეგულარი - 3.39 ლარი ( 2.95 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 44 თეთრით;
  • ევრო 5 დიზელი - 3.92 ლარი (2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 93 თეთრით;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 4.02 (3.08 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 94 თეთრით.

Rompetrol (ბოლო 4 დღეში არ გაზრდილა; 7 მარტიდან ზრდა 39-დან 97 თეთრამდე)

  • Efix სუპერი - 3.99 ლარი (3.59 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 40 თეთრით;
  • Efix ევრო პრემიუმი - 3.59 ლარი (3.15 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 44 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 3.43 ლარი (3.04 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 39 თეთრით;
  • Efix ევრო დიზელი - 4.12 ლარი (3.15 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 97 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 4.07 (3.10 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 97 თეთრით.

Portal (ბოლო 4 დღეში ზრდა 5 თეთრი დიზელზე; 7 მარტიდან ზრდა 45-თეთრიდან 1 ლარამდე)

  • სუპერი -3.49 ლარი ( 2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 50 თეთრით;
  • პრემიუმი - 3.39 ლარი (2.94 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 45 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 3.19 ლარი (2.74 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 45 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 3.99 ლარი ( 2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1 ლარით;
  • ეფექტური დიზელი - 3.69ლარი ( 2.84 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 85 თეთრით.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, ნავთობის მიწოდების ჯაჭვების ნორმალიზებას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს, რაც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდაზე ზეწოლას შეინარჩუნებს.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები