Aa
Aa

ჯეი ლენო Morgan 3 Wheeler-ის ფლობის შეგძრნებას გვიხსნის

ჯეი ლენომ პოპულარული YouTube სერიის ახალი ეპიზოდისთვის Morgan 3 Wheeler-ი შეარჩია.

Morgan-ი დღეს, ალბათ, ყველაზე უფრო, Plus 4-თა და Plus 8 როდსტერებითაა ცნობილი. თუმცა, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ისტორიული ბრიტანული კომპანიის წარმატება მარტივ, სამ ბორბლიან ავტომობილზე იყო დაფუძნებული.

ახალ ეპიზოდში ლენო Morgan-ის მოკლე ისტორიასა და პირველი, 1900-იანი წლების 3 Wheeler-ზე გვესაუბრება. ეს ავტომობილი მათთვის იყო განკუთვნილი, ვისაც ავტომანქანის შესაძენად მეტად შეზღუდული რესურსები გააჩნდა. ალბათ, გაგიკვირდებათ კიდეც, რომ ეს ეპოქალური საოჯახო ავტომობილიც იყო.

3 Wheeler-ის თანამედროვე ვერსია 2011 წელს იქნა გამოშვებული, განახლება კი 2014 წელს ჩაუტარდა. ჯეი ლენოს თქმით, ავტომობილი გართობის საოცარი საშუალებაა. სავარაუდოდ, მისი დარწმუნება არ უნდა დაგჭირდეთ იმაში, რომ 115-ცხენიძალიანი აგრეგატის 498 კგ-იან შასიში განთავსება და მართვა საოცრად სახალისო გამოცდილება იქნება.

სამწუხაროდ, 3 Wheeler-ის წარმოება 2021 წელს ჩერდება. მისი 2.0-ლიტრიანი V-ტყუპი მოტოციკლის ძრავა ახალ რეგულაციებთან თანხვედრაში არ არის. Morgan-მა განსაკუთრებული, P101 Edition-ი მოდელის ხაზის დასასრულის აღსანიშნავად გამოუშვა. კომპანიის მიხედვით, 3 Wheeler-ი აუცილებლად დაბრუნდება და მას ახალი ძალოვანი აგრეგატი ექნება. ბრენდი აქტიურად ელექტრო 3 Wheeler-ზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები