სუპერქარები, ჰიპერქარი, ფერარი, ბენტლი, ლამბორგინი, მაზერატი, როლს-როისი, მდიდრული მანქანები, კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთი, კონფლიქტი ირანში
Aa
Aa

ახლო აღმოსავლეთის მდიდრული ავტომობილების სეგმენტში კრიზისია | გაყიდვები 30%-ით შემცირდა

მსოფლიოს ყველაზე თვალისმომჭრელ საავტომობილო სეგმენტში სვლა ნელდება — ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებისა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლების სტატუს-კვო ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან რეგიონში ყველაზე შეუფერებელ დროს მოირყა.

ასევე იხილეთ: ისტორია დუბაიში მიტოვებული მდიდრული ავტომობილების უკან

წლების განმავლობაში სპარსეთის ყურის ქვეყნები ნამდვილი ოქროს საბადო იყო ისეთი ბრენდებისათვის, რომლებიც მაღალ სტანდარტებზე ორიენტირდებიან. უნიკალური Rolls-Royce-ები, Ferrari-ები, Lamborghini-ები თუ Mansory-სა და სხვა ტუნერების მიერ გადაკეთებული სუპერქარები აქ ისე იყიდებოდა, როგორც ტექნიკა შავ პარასკევს თბილისის მოლებში...

საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, შოურუმების კარები დროებით დაიკეტა, თუმცა მათი გახსნის შემდეგ მომხმარებელთა ნაკადი ძველ ნიშნულს აღარ დაბრუნებია. დუბაის ერთ-ერთმა დილერმა Reuters-ს განუცხადა, რომ ბიზნესი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. 

საინტერესოა, რომ ულტრა-მდიდარი მყიდველები მაინც ხარჯავენ ასტრონომიულ თანხებს, ოღონდ ამჯერად — საკუთარი მრავალმილიონიანი ჰიპერქარების რეგიონიდან საჰაერო გზით უსაფრთხოდ გაყვანაში. მათთვის ათეულობით ათასი დოლარის გადახდა ტრანსპორტირებაში არაფერია.

როგორც Bentley-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანკ-შტეფან ვალისერმა აღნიშნა, „რეგიონში ადამიანებს ახლა სხვა სადარდებელი უფრო აქვთ, ვიდრე ახალი Bentley-ს ძიება“.

კრიზისი ავტომწარმოებლებისთვის კოშმარულ დროს დაემთხვა — ჩინეთში ძვირადღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, ევროპული ბაზარი სტაგნაციაშია, აშშ-ში ტარიფებთან დაკავშირებით გაურკვევლობა მძვინვარებს — ერთი სიტყვით, ახლო აღმოსავლეთი უნდა ყოფილიყო ის „ნათელი წერტილი“, რომელიც დანაკარგებს აანაზღაურებდა, თუმცა Lamborghini-ს ბოსი, სტეფან ვინკელმანი აღიარებს, რომ ჰორიზონტზე სხვა ახალი ბაზარი, რომელიც ამ ნიშას შეავსებს, უბრალოდ არ ჩანს. ამასობაში კი Ferrari-მ და Maserati-მ მიწოდებები დროებით უკვე შეაჩერეს.

ყველაზე მეტად მწარმოებლებს ინდივიდუალური შეკვეთების შემცირება აწუხებთ. ძირითადად მოგება სწორედ ამ მიმართულებდან მოდის...

როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ევროპული ბრენდები ამ დანაკარგის გადატანას, თუ ჰიპერქარების ეპოქაში სერიოზული კრიზისი იწყება?

მსგავსი სიახლეები