მსოფლიო რეკორდი, აჩქარება, ამერიკული კუნთები, ლოტუსი, ტურბო, ვი 8, სპეციალური მოდელი, ელისი
Aa
Aa

Hennessey Venom GT - მსოფლიო რეკორდსმენი

Hennessey ამერიკული კომპანიაა, რომელიც სუპერ ავტომობილებს ამზადებს. ეს კომპანია არაერთი საავტომობილო რეკორდის შემქმნელია. იგი თავის მიმდევრებს ავტომობილის არნახულ შესაძლებლობებს სთავაზობს და უამრავი „გიჟური“ პროექტის ავტორია. აღნიშნული კომპანია ავტომობილებს სერიულად არ აწარმოებს, თუმცა მოცემული მანქანებით ქუჩაში ყოველდღიური გადაადგილება ნებადართულია. ამ კომპანიის ერთერთი ყველაზე ხმაურიანი ავტომობილი Hennessey Venom GT-ია.

პროექტისთის ამერიკულმა კომპანიამ ბრიტანული წარმოების Lotus Elise-ი აირჩია და მასში ტრადიციული LS9 V8 ძრავა მოათავსა. ავტომობილი 1220 კილოგრამს იწონიდა. ძრავს ორი ტურბოკომპრესორი დაუმატეს და საბოლოო შედეგი გასაოცარი გამოვიდა. აღნიშნული ავტომობილის შეკვეთა სამ ვარიანტში იყო ხელმისაწვდომი: 800, 1000 და 1200 ცხენიძალიანი ვერსიები, ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი ძრავის კომპიუტერით შეიძენდით მას.

Hennessey Venom GT Spyder was down on power when making record run

2013 წელს Hennessey Venom GT აჩქარების მსოფლიო რეკორდსმენია. 0-322 კმ/სთ-ის განვითარებას სულ რაღაც 14.5 წამი მოანდომა. ამას მომდევნო წლის მაქსიმალური სიჩქარის რეკორდიც მოყვა. აღნიშნულმა ავტომობილმა 435 კმ/სთ-ში განავითარა, რაც მას ყოველდღიური მოხმარებისთის ლეგალურ ავტომობილებში (Street Legal)  ყველაზე სწრაფის სტატუსს ანიჭებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები