ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, ფერარი, ფერარი ეფ40, ტოკიო
Aa
Aa

ლუის ჰამილტონი ტოკიოს ქუჩებში | F1-ის ვარსკვლავი $4-მილიონიანი Ferrari F40-ით გამოჩნდა

ფორმულა 1-ის ლეგენდას, ლუის ჰამილტონს, იაპონიაში ნამდვილი შოუს მოწყობა და იშვიათი სუპერქარებით გამოჩენა ძალიან უყვარს. გამონაკლისი არც 2026 წელი აღმოჩნდა.

2022 წელს ამჟამად ფერარის პილოტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Nissan Skyline GT-R-ით დრიფტაობდა, რამაც მილიონობით ნახვა დააგროვა (თუმცა ავტომობილის გამქირავებელ კომპანიასთან მცირე უსიამოვნებაც შეუქმნა). 2026 წლის იაპონიის გრან-პრის წინ კი, მრბოლელი ავტომოყვარულთა შეკრებაზე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი Ferrari-თ მივიდა.

ასევე იხილეთ: ბანდა, რომელსაც პოლიცია ვერ აჩერებდა - შუა ღამის კლუბის ისტორია

იოკოჰამას ცნობილ დაიკოკუს ავტოსადგომზე გამართულ შეკრებაზე, სამშაბათს ღამით, ჰემილტონი Ferrari-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოდელით გამოცხადდა. საუბარი საკულტო Ferrari F40-ზეა — ბოლო ავტომობილზე, რომელმაც პირადად ენცო ფერარის ხელში გაიარა. უნდა აღინიშნოს, რომ მარანელოს შემოქმედება ლუისს ყოველთვის უყვარდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ 2025 წელს გუნდს ოფიციალურად შეუერთდებოდა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ავტომობილის სანომრე ნიშანმაც, რომელზეც F40 და 77 ეწერა. პირველი მოდელის სახელსა და ბრენდის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს, მეორე კი ლუისის მუდმივი სარბოლო ნომერია. სავარაუდოდ, ეს სუპერქარი დაიკოკუზე იმ საღამოს ყველაზე ძვირადღირებული მანქანაც იყო. მოდელის ფასი, საშუალოდ, 4 მილიონ დოლამადე აღწევს — შედარებისთვის, ალენ პროსტის კუთვნილი 1990 წლის მოდელი აუქციონზე $3.89 მილიონად გაიყიდა, აბსოლუტური რეკორდი კი 2025 წლის აგვისტოში დამყარდა, როცა იშვიათ F40 LM by Michelotto-ში ახალმა მფლობელმა 11 მილიონი დოლარი გადაიხადა.

როგორც ჩანს, ხსენებულმა ინციდენტმა Nissan Skyline-თან დაკავშირებით, ფორმულას ლეგენდას იაპონური ავტოკულტურის სიყვარული ვერ გაუნელა. მაშინ გაქირავების სერვისი უკმაყოფილო დარჩა მისი „აგრესიული“ მართვის სტილით (ნამდვილი Tokyo Drift-ის სულისკვეთებით), თუმცა ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

მსგავსი სიახლეები