ქეროლ შელბის Cobra Daytona კუპე აუქციონზე იყიდება
Aa
Aa

ქეროლ შელბის Cobra Daytona კუპე აუქციონზე იყიდება

ეს ავტომობილი ბევრი კოლექციონერის ოცნებაა.

1965 წლის Shelby Cobra Daytona Coupe-ს თავად ქეროლ შელბი ფლობდა და მას ბევრი ლეგენდარული პილოტი მართავდა. ახლა კი ამ ავტომობილს The Salon-ი ინდიანაში Worldwide Auctioneers-ზე ყიდის. 

Daytona Coupe, CSX 2469, ახლანდელმა მფლობელმა პირადად ქეროლ შელბისგან იყიდა. Shelby American-მა ეს ავტომობილი ქეროლ შელბის დაკვეთით McCluskey Daytona Coupe-ს შასიზე ააგო. ეს ავტომობილი Shelby-ს რეგისტრაცების სიაშია.

ამ ავტომობილმა რამდენიმე პრესტიჟულ რბოლაში შეძლო გამარჯვება. მაგალითად, Laguna Seca-ზე კალიფორნიაში და გუდვუდის ფესტივალზე.

ამ ავტომობილის საჭესთან მჯდარა: ფილ ჰილი, დერეკ ჰილი, დერეკ ბელი, დენი სალივანი, ჯონ მორტონი და ბრაიან რედმანი.

Daytona Coupe-ს დიზაინი თავდაპირველად პიტერ ბროკმა „ფორდის“ გუნდისთვის შექმნა. აეროდინამიკული სხეული Cobra-სთვის მაქსიმალური სიჩქარის გასაზრდელად იყო აწყობილი. Ford-ში ზოგი ფიქრობდა, რომ უკანა ნაწილი ცოტათი უცნაურად გამოიყურებოდა და ამ დიზაინს დასცინოდნენ კიდეც, სანამ ავტომობლმა ტრეკზე წარმატებას არ მიაღწია. ეს არის ერთადერთი ამერიკული ავტომობილი, რომელმაც World Manufacturer’s Championship-ში Grand Touring Racecars-ის კატეგორიაში გაიმარჯვა.

1965 წლის Cobra 427, რომელსაც შელბი 2012 წლამდე ფლობდა, აუქციონზე $5.94 მილიონად გაიყიდა. უკანასკნელი გადარჩენილი Super Snake-ი Barrett-Jackson-ის აუქციონზე ერთხელ $5.5 მილიონად, მეორედ კი $5.1 მილიონად გაიყიდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილს ლეგენდარული კონსტრუქტორი ქეროლ შელბი ფლობდა და რამდენიმე რბოლაც აქვს მოგებული, აუქციონზე მისი ფასი რამდენიმე მილიონი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები