ილონ მასკი, ელექტრომობილი, რობოტაქსი, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა
Aa
Aa

Tesla თვითმართვადი „რობოტაქსებისთვის“ უკვე მძღოლებს ეძებს | მილიარდერს გეგმა ჩაუვარდა?

ნიუ-იორკი ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია, როდესაც საქმე ავტომობილის მართვას ეხება. ლოკაცია დღისა და ღამის უმეტეს მონაკვეთში გადატვირთულია, იქნება ეს ავტომობილები, ველოსიპედები თუ მოპედები. მსგავს სიტუაციაში მანქანის მართვა ბევრისთვის შესაძლოა სტრესული იყოს, ეს კი სწორედ ის გარემოა, რომლის მოგვარებაც Tesla-ს გეგმებშია.

როგორც ჩანს, მომავალი გეგმისკენ პირველი ნაბიჯი ტესტერების ღიად დაქირავებაა, რათა მან თავად გაარკვიოს, თუ როგორ უნდა იმოძრაოს ავტომობილმა ქალაქში. Tesla-ს საიტზე განთავსებული ვაკანსია „ავტომობილის ოპერატორი, ავტოპილოტი“ სამ ცვლას ითვალისწინებს - დღის, შუადღის და ღამის. ანაზღაურება საათში $25.25-დან $30.60-მდე მერყეობს, პოზიციის მიხედვით.

დასაქმებულებს Tesla-ს ე.წ. „საინჟინრო მანქანის“ მართვა მოუწევთ, რომელიც „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ტესტირებისა და ტრენინგის მიზნებისთვის, აუდიო და კამერის მონაცემებს შეაგროვებს“. თუმცა, მძღოლი ვალდებული იქნება მთელი ცვლის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს ელექტრომობილზე, გამართოს პროგრამული უზრუნველყოფა, მიიღოს და გააანალიზოს მონაცემები და კომპანიას მიაწოდოს უკუკავშირები, რომელიც მათ ავტომობილის უსაფრთხოების გამართვაში დაეხმარება.

CNBC-ის განცხადებით, Tesla-ს შტატისთვის „ავტონომიური მანქანების ტესტირების ნებართვის მიღებაზე“ არ მიუმართავს. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის წარმომადგენლების განცხადებით, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ნებართვას მიიღებს, უსაფრთხოების მძღოლი საჭესთან მუდმივ რეჟიმში, ნებისმიერ დროს დასჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები