ევროკავშირი, მერსედეს-ბენცი, შიგა წვის ძრავა, ოლა კელენიუსი
Aa
Aa

Mercedes-ის აღმასრულებელი: შიგა წვის ძრავის გარეშე საავტომობილო ინდუსტრია განადგურდება

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ Mercedes-Benz-ი დარწმუნებული იყო, რომ ევროპაში სრულად ელექტრომობილებზე გადასვლას მარტივად შეძლებდა. 2021 წელს ავტომწარმოებელმა ათწლეულის ბოლომდე წვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვების შეჩერებაც დააანონსა.

თუმცა ახლა, გერმანულმა ბრენდმა არამხოლოდ უარი თქვა ამ ამბიციურ მიზანზე, არამედ 180 გრადუსით შეცვალა მიმართულება. როგორც კომპანიის აღმასრულებელი აცხადებს, შიგა წვის ძრავების გარეშე, ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრია „კოლაფსირდება“. გერმანულ ბიზნეს გაზეთ Handelsblatt-ს ოლა კელენიუსმა განუცხადა, რომ თუ ევროპის კავშირის მიერ ახალი წვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვა 2035 წლამდე ძალაში დარჩება, ევროპის საავტომობილო ინდუსტრია აფეთქდება:

„რეალობას გადამოწმება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სრული სისწრაფით კედელს შევეჯახებით. რა თქმა უნდა, დეკარბონიზაცია აუცილებელია, თუმცა ეს ტექნოლოგიურად. ნეიტრალური გზით უნდა მოხდეს. ამასობაში ჩვენი ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს“.

„მერსედესის“ ხელმძღვანელი, რომელიც ასევე ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) პრეზიდენტია, ყველას აფრთხილებს, რომ კონტინენტის საავტომობილო ინდუსტრია „დაიშლება“, თუ ევროკავშირი აკრძალვას არ მოხსნის. კელენიუსის პროგნოზით, მომხმარებლები ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების შეძენას 9-9.5 წელიწადში დადგენილ ვადამდე დაიწყებენ, რაც კლიმატურ სიტუაციას ხელს საერთოდაც არ შეუწყობს.

 

მსგავსი სიახლეები