ბიემვი, მერსედეს ჯი-კლასი, ბიემვი იქსემი, მერსედეს-ბენცი
Aa
Aa

G-Class-ის კონკურენტი BMW-სგან? | როგორი იქნება ახალი მოდელი

BMW-ის SUV-ების პორტფოლიო საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ვრცელია - დაწყებული პატარა კროსოვერებიდან, დასრულებული სრული ზომის მდიდრული მოდელებით. თუმცა პროდუქციის ამ ხაზს ერთი რამ მაინც აკლია: ჭეშმარიტად გამძლე ყველგანმავალი, რომელსაც შეუძლია კონკურენცია Mercedes G-Class-ს, Lexus LX-ს ან Range Rover-ს გაუწიოს.

თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ეს პრობლემა შესაძლოა მალევე მოგვარდეს. გამოცემების თანახმად, ახალი ფლაგმანური SUV 2029 წელს გამოჩნდება. Autonews-თან საუბრისას ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ყველგანმავალი წარმოებაში იმავე წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება. თავად კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს პროექტის შესახებ არ უსაუბრიათ, თუმცა სავარაუდოდ მოდელი BMW-ის სპარტანბურგის ქარხანაში, სამხრეთ კაროლინაში აეწყობა. სწორედ აქ იწარმოება X3, X4, X5, X6, X7 და XM.

როგორც ამბობენ, ახალი ავტომობილი X5-ის პლატფორმაზე დაფუძნდება და არა უფრო დიდ X7-ებზე. ეს არჩევანი რთულ რელიეფზე ავტომობილის შესაძლებლობებსაც გააუმჯობესებს. ამასთან ერთად კი, ვარაუდობენ, რომ BMW-ის მოდელი შიგა წვის ძრავას შეინარჩუნებს. მიზეზი ელექტრო Mercedes G-Class-ია, რომელიც წარმატებით ნამდვილად ვერ იყიდება.

მომავალმა SUV-მა BMW-ის საწარმოო ხაზის სათავეში შესაძლოა XM ჩაანაცვლოს, თუმცა განსხვავებული მისიით. XM, M1 სუპერქარის შემდეგ, BMW-ის პირველი დამოუკიდებელი M-მოდელია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში მის პირდაპირ შემცვლელს ვიხილავთ.  თუმცა AutoForecast Solutions-ის პროგნოზებით, წარმოება შესაძლოა 2028 წლის ნოემბერში, მისი გაშვებიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ დაიხუროს.  

BMW-ს შესაძლოა სჯერა, რომ გამძლე SUV-ი მაღალი კლასის მყიდველებს გზებზე ორიენტირებულ XM-ზე მეტად მოეწონებათ. შედეგად, სტრატეგია პირდაპირ Mercedes G-Class-ის აუდიტორიაზე გადადის და არა Lamborghini Urus-თან კონკურენციაზე. თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდით, G-Class-ის მფლობელების დარწმუნება, რომ სხვა ავტომობილზე გადავიდნენ, ადვილი საქმე არ იქნება.

მსგავსი სიახლეები