Lancia 30 წლის შემდეგ რალის დაუბრუნდა
Lancia-მ რალის მოყვარულების გახარება გადაწყვიტა და 30-წლიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო რალის დაუბრუნდა. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს მიიღო და 2025 წლის სეზონი თავისი ახალი ბოლიდით დაიწყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ Lancia Ypsilon-ი იქნება ის რჩეული, რომელზეც კომპანია ფსონს დადებდა. თუმცა ჩვენ სწორედ ეს მოდელი ვიხილეთ, რომელსაც ლეგენდარული HF ლოგო ძალიან ამშვენებს.
კომპანიის განცხადებით, მათ ძალიან დიდი გეგმა აქვთ და თუ FIA-სგან მზაობა იქნება, თავისუფლად შეიძლება Lancia WRC-ს Rally 1-ის კატეგორიაშიც ვიხილოთ. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ Rally 6 და Rally 4-ის კატეგორიებში მიიღებს მონაწილეობას, რადგან მათი აზრით Rally 1-ის ბიუჯეტი წარმოუდგენლად დიდია. აქვე შეგახსენებთ, რომ Rally 4-სთვის განკუთვნილი ვერსია 3-ცილინდრიანი და 1.2-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავითაა აღჭურვილი და 212 ცხენის ძალას გამოუმუშავებს.
მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა Lancia თავისი დიდების მოპოვებას მსოფლიო რალის უმაღლეს ლიგაში, მაინც ძალიან სასიხარულოა, რომ კომპანია, რომელსაც კონსტრუქტორთა ჩემპიონობის ბრძოლაში ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული და ის 30-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ რალის მიუბრუნდა.