Civic-ის მძიმე ავარიის შემდეგ მძღოლი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა
კალიფორნიის სახანძრო სამსახურის სასწრაფო დახმარების ჯგუფები Civic-ის მძიმე ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენას გეგმავენ. ავარიის შედეგად, Honda-ს მოდელი „განახევრდა“, ხოლო Civic-ის დამახინჯებულ ნარჩენებში მძღოლის პოვნა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი კი, შემთხვევის ადგილიდან მიიიმალა. თუმცა გაურკვეველია თუ როგორ შეძლო ვინმემ მსგავსი ავარიისგან თავის დაღწევა. გამოძიება მიმდინარეობს.
საკრამენტოდან 90 წუთის სავალზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს მეექვსე თაობის Civic coupe, ან უფრო ის, რაც მისგან დარჩა. მანქანა შეჯახების ძალამ დაშალა, ძარა შუაზე გაიჭრა, ხოლო მანქანას სახურავი მოხსნა. სახურავისა და საქარე მინის გარეშე, Civic-ი „სპიდსტერად“ იქცა, თუმცა როგორც ჩანს, მფლობელმა მანქანა ავარიამდე რამდენჯერმე თავადაც გადააკეთა.
ავტომობილის უცნაური მდგომარეობისა და მძღოლის „არარსებობის“ გამო, ბევრი თვლის, რომ საქმე შესაძლოა ავარიათან სრულებითაც არ გვქონდეს. Facebook-ის მომხმარებლების აზრით, მანქანა დიდი ალბათობით აქ წლების წინ მიატოვეს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მძღოლის ცხედარი გარეულ ცხოველებთან აღმოჩნდა.
თუმცა, ერთ-ერთი მომხმარებელი იმასაც ამტკიცებს, რომ დაინახა თუ როგორ გარბოდა მამაკაცი ავარიის ადგილიდან. თუმცა, ჯერჯერობით პოლიციამ მძღოლის პოვნა ვერც ამ ტერიტორიაზე და ვერც ადგილობრივ საავადმყოფოებში ვერ შეძლო.