ამ Batmobile-ის ყიდვას Honda Accord-ის ფასად შეძლებთ
თუ გსურთ, სადაც გაივლით ყველამ შემოგხედოთ და თან ბიუჯეტსაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ ეს Batmobile-ი საუკეთესო გამოსავალია. ეს ავტომობილი Bonham MPH March Auction-ზე, ლონდონში, მიმდინარე თვეს გავა. მისი სავარაუდო ფასი კი 28 000-41 000$-მდეა.
ეს კონკრეტული მანქანა ტიმ ბარტონის „ბეტმენის“ და „ბეტმენის დაბრუნებაში“ არსებული ავტომობილის მიხედვით შეიქმნა. ეს ორი ფილმი კი 1989 და 1992 წლებში გამოვიდა. ამ ორ ეკრანიზაციაში მონაწილე ავტომანქანა კი თავისი დიზაინით მუდმივად გამოირჩეოდა.
ფილმებში ნაჩვენები მოდელები Chevrolet Impala-ს შასიზე იყო დაფუძნებული, რომელსაც კორპუსი მინაბოჭკოსგან ჰქონდა დამზადებული.
ეს ასლი კი გაერთიანებულ სამეფოში შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭე მარჯვნივ აქვს. ის 1965 წლის Ford Mustang-ის ძარას იყენებს და Chevrolet-ის 5.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელის სიგრძე 6.7 მეტრს შეადგენს.
ათწლეულზე მეტია რაც ის ფილ გარლიკისთვის შეიქმნა. ბრიტანელ ბიზნესმენს მისი გაქირავება სპეციალურ ღონისძიებებზე სურდა. მოხსენების მიხედვით, გარლიკს პროექტი 200 000$ დაუჯდა. მოგვიანებით Batmobile-ი ლონდონის საავტომობილო მუზეუმის მფლობელობაში გადავიდა. მუზეუმმა 800 000$-მდე გადაუხდელი გადასახადი დააგროვა, რის გამოც 2018 წელს დაიხურა.
კორონავირისუს პანდემიამ „ბეტმენის“ ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი გადაწია. თუმცა, კარგია, რომ მალე ახალ ფილმსა ახალ Batmobile-ს ვიხილავთ.