2021 Chevrolet Camaro-მ მცირე ცვლილები განიცადა
ახალი ფუნქციების, ფერების და ტრანსმისიების კომბინაციები ხელმისაწვდომი იქნება.
„ჯენერალ მოტორსის“ ოფიციალური განცხადებით Chevrolet Camaro-ს 2021 წლის მოდელი რამდენიმე განახლებას მიიღებს.
- შეცვლილია ფერთა გამა და Android Auto-ს და Apple CarPlay-ს უკაბელო დაკავშირების მხარდაჭერა ექნება.
- SS 1LE მოდელს ახლა 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის არჩევანიც ექნება; მანამდე მხოლოდ 6-სიჩქარიანი მექანიკის ვერსია არსებობდა.
2020 სამოდელო წლის „კამაროს“ ვიზუალურ განახლებებს 2021 წელს აღჭურვილობის ცვლილებები მოჰყვება. „ჯმ“-ის შეკვეთის ოფიციალურ ფორმაში ფერთა გამა შეიცვალა და რამდენიმე მოდელზე ავტომატური ტრანსმისიის არჩევანი დაემატა.
2021 წლის „კამაროს“ სმარტფონების გაუმჯობესებული მხარდაჭერა ექნება, რადგან Android Auto-ს და Apple CarPlay-ის ინფორმაციულ-გასართობ ეკრანზე ჩართვა და გამოყენება მობილურთან უკაბელო დაკავშირებით შეიძლება. ასევე ეს ფუნქციები მოდელის ყველა ვერსიაში საბაზო ფასში შევიდა და მასში ზედმეტი თანხის გადახდა აღარ მოგიწევთ.
V8-ძრავიანი SS მოდელის 1LE Performance Package ახლა 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაც იქნება აღჭურვილი, როგორც მისი კომპრესორიანი ნათსავი ZL1 1LE. SS 1LE ვერსიას მანამდე მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფის ერთადერთი ვარიანტი ჰქონდა.

ფერთა გამის ცვლილება არასასიამოვნო ამბავია, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო Rally Green Metallic-ის ფერზე კომპანია უარს ამბობს. Wild Cherry-ს ცალკე ღირებულების მქონე ახალი Garnet Red ფერის საღებავი ჩაანაცვლებს
„შევროლეს“ განახლებული „კამაროს“ ფასები ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ მასში დიდი სხვაობა არაა მოსალოდნელი. ბოლო წლების განმავლობაში, საბაზო LS ვერსიის ფასი 26 000$-ის, ხოლო ყველაზე ძვირიანი ZL1 კაბრიოლეტის ფასი 71 000$-ის ფარგლებში მერყეობს.