$1 000-ად ნაყიდი „ჯართი“ ახლა მილიონი ღირს | ეს რესტავრირებული DB5 საუკეთესოა, რაც აქამდე გინახავთ
Aston Martin DB5, რომ ავტოსამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საკულტო მოდელია, ამაზე არავინ დაობს. შესაბამისად, ამ ავტომობილის მსგავს მდგომარეობაში დანახვაც, გულდასაწყვეტია. თუმცა შეგიძლიათ თავი მისი რესტავრაციით დაიმშვიდოთ, რადგან ალბათ იშვიათად, რომ მსგავსად საინტერესო პროექტები ვიხილოთ.


ეს Aston Martin-ი უელსში მცხოვრებმა, ჯონ უილიამსმა 1973 წელს $1 100-ზე ოდნავ ძვირად შეიძინა. ჯონი, რომელიც ამ ავტომობილისთვის თანხას 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა, DB5-ის შესაძენად ლონდონში გაემგზავრა. ჯონი მას ყოველდღიური მართვისთვის იყენებდა, ზედიზედ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ეს ტრადიცია“ შეწყვიტა, სამსახურის ცვლილება იყო.
ამ ცვლილების შემდეგ, Aston-ი ფაქტობრივად ერთ ადგილზე იყო გაჩერებული და ლპობაც დაიწყო. დაიჟანგა კიდეც და ნაწილებად დაიშალა. „მეზობლის ბავშვები მასზეც კი თამაშობდნენ, კაპოტზე ხტუნაობდნენ, რის გამოც გამონაბოლქვის მილი მოტყდა“, - თქვა უილიამსის მეუღლემ.

ასე მივიღეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანქანის სამარცხვინო დასასრული. თუმცა უილიამსს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავისი საყვარელი DB გაეცოცხლებინა. აღიარა კიდეც, რომ როგორც მექანიკოსს, თავისი Aston Martin-ის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენა რცხვენოდა.
ეს DB5, საკმაოდ იშვიათიც იყო, რადგან 39 მოდელიდან ერთ-ერთია, რომელიც მაღალი სიმძლავრის Vantage-ის ძრავისა სპეციფიკაციითაა აღჭურვილი. ამას დამატებული მარჯვენა საჭე და Silver Birch-ის საღებავი.

სწორედ ამ დროს, თამაშში Aston Martin Works-ი ჩაერთო, რომელმაც მანქანის რესტავრაცია სრულად თავის თავზე აიღო. როგორც ამბობენ, ისინი გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდნენ, მანქანის აღდგენით სამუშაოებს კი, 2 500 საათზე მეტი დაახარჯეს. ახლა მანქანა სრულად აღდგენილია და როგორც ვარაუდობენ, ის ბაზარზე $1-მილიონიანი შეფასებით დაბრუნდება.