ერთადეთი BMW 6 Series Bullshark-ი აუქციონზე იყიდება
ის დღესაც განსაკუთრებულად გამოიყურება.
შესაძლოა Vilner-ი მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილი საავტომობილო ატელიე არ იყოს, თუმცა, ბულგარელებს წარსულში რამდენიმე საინტერესო პროექტი აქვთ შესრულებული. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილი BMW 6 Series Bullshark-ი იყო. მისი ერთადერთ ეგზემპლარი კი, დებიუტიდან 8 წლის შემდეგ, გასაყიდადაა გამოტანილი.
2013 წელს Vilner-მა ფუნდამენტურად მოდიფიცირებული მეექვსე სერია წარადგინა. ავტომობილს რადიკალურად განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი ჰქონდა. მანქანის დიზაინი თავიდან იქნა შემუშავებული. გარეგნულად ქარხნული მხოლოდ სახურავი და კარები დარჩა. შესაძლოა ეს კუპე სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აშკარაა, რომ ავტომობილს უნიკალურობა აქვს.
ალბათ, საუკეთესო ამბავი ის იქნება თუ გეტყვით, რომ ძრავის ხუფის ქვეშ არსებული 4.4-ლიტრიანი V8-ც მოდიფიცირებულია. AC Schnitzer-ის გამშვების სისტემის დახმარებითა და ხელახლა დაკალიბრებული ძრავის კომპიუტერით ეს Bullshark-ი 370 ცხენის ძალასა და 522 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, ავტომობილი 0-დან 100-მდე 5.4 წამში ჩქარდება.
Vilner-მა Bullshark-ის სალონის გაუმჯობესებაზეც იზრუნა. ავტომობილმა M6-ის სავარძლები და საჭის ახალი დიზაინი მიიღო. საინტერესოა სალონის ფერიცა და ლურჯი აქცენტებიც. ინტერიერის თითქმის ყველა დეტალზე ტყავი ან ალკანტარაა გადაკრული.
სამწუხაროდ, ამ ავტომობილის მფლობელის შესახებ არაფერი ვიცით, თუმცა ახლა ის ბულგარეთში გასაყიდადაა გამოტანილი. განცხადებაში მოდელის მდგომარეობის შესახებაც არ არის ინფორმაცია მოცემული. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილს წლებმა ვერაფერი დააკლო. თუ ამ Bullshark-ის შეძენით დაინტერესდით გეტყვით, რომ მის სანაცვლოდ 22 400$-ის გამზადება მოგიწევთ.