რამდენი ლარია ჯარიმა ძველი სანომრე ნიშნით გადაადგილებისთვის
Aa
Aa

რამდენი ლარია ჯარიმა ძველი სანომრე ნიშნით გადაადგილებისთვის

1 აპრილიდან, ძველი სანომრე ნიშნებით მოძრაობის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

სატრანსპორტო საშუალების ძველ სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით ჰქონდა.

რაც შეეხება სანქციას, აღნიშნული დარღვევა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევად ითვლება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჯარიმა 250 ლარია.

ამ თანხით, მძღოლები იმდენჯერ დაჯარიმდებიან, რამდენჯერაც ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით იმოძრავებენ.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები