მხოლოდ დუბაიში: მამამ ქალიშვილს პირველ დაბადების დღეზე ვარდისფერი Rolls-Royce აჩუქა
დუბაიში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, თავის ერთი წლის ქალიშვილს, პირველ დაბადების დღეზე ვარდისფერი Rolls-Royce აჩუქა. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
მდიდრული ავტომობილი მეტალისფერ ვარდისფერშია შეღებილი და შესაბამისი ინტერიერითაა გაფორმებული. ეს კონკრეტული მოდელი სპეციალურად გაერთიანებულ სამეფოშია აწყობილი და დუბაიში, დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე გაიგზავნა. ვარდისფერ ინტერიერთან ერთად კი, მანქანას ინდივიდუალური დეტალებიც დამატებული აქვს, როგორიცაა მონაცემთა დაფაზე წარწერა - „გილოცავ, იზაბელა“.
რა თქმა უნდა, საქმე რეალურ ავტომობილთან გაქვს და არა სათამაშო მოდელთან. მანქანა დუბაის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტურ დარბაზში, Atlantis, The Palm-ში გამართულ მასშტაბურ წვეულებაზე წარადგინეს. დამატებითი დეტალები, მათ შორის არც მანქანის შესახებ, არ გასაჯაროებულა.
View this post on Instagram
ერთი წლის ბავშვისთვის ძვირად ღირებულმა საჩუქარმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დაიმსახურა. თუმცა მოდელის დიზაინი და დეტალებისადმი ფოკუსირება, თითქმის ყველასთვის მოსაწონი აღმოჩნდა. ზოგმა მას „ოცნების მანქანაც“ კი უწოდა, ნაწილმაც აღნიშნა, რომ მსგავსი საჩუქრები მხოლოდ დუბაის თუ შეესაბამება.