რეკორდი, რბოლა, სარბოლო მანქანა, ფორდი, მაზერატი, ტურბო, ალფა რომეო, Gillet Vertigo, კარბონი, აჩქარების რეკორდი
Aa
Aa

90-იანების ბელგიური სუპერქარი, რომელმაც რეკორდი დაამყარა

Tony Gillet ბელგიელი ავტომრბოლელი იყო, რომელიც ინჟინრული ნიჭითაც გამოირჩეოდა. იგი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში ნიდერლანდული Donkervoort-ის იმპორტიორი გახდა. 1990 წელს მან 0-დან 100-მდე აჩქარების რეკორდი სწორედ Donkervoort-ით დაამყარა. ტონიმ შეძლო და 100-მდე აჩქარებას 3.8 წამი მოანდომა, რაც იმ პერიოდში სერიული წარმოების ავტომობილებში რეკორდული მაჩვენებელი იყო.

Coche del dia: Gillet Vertigo - espíritu RACER

ტონიმ თავისი პირველი პროტოტიპული ვერსია 1991 წელს წარადგინა და მას Gillet Vertigo უწოდა. 2 წლის შემდეგ კი წარმოებისთვის შესაბამისი ვერსიაც ვიხილეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხელნაკეთი ავტომობილები უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, თუმცა Vertigo-ს შემთხვევაში სხვაგვარად იყო - აღნიშნულ მოდელს ფრონტალური შეჯახების ტესტიც ჩაბარებული ჰქონდა და სხვა დანარჩენიც.

1997 Gillet Vertigo

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის შასი მთლიანად კარბონისგან იყო დამზადებული და ჯამში 60 კილოგრამის კომპენსაციას ახდენდა. ავტომობილის საერთო წონა სულ რარაც 980 კილოგრამს შეადგენდა. პირველი თაობის მოდელებში Ford-ის 2-ლიტრიან ტურბინიან ძრავებს ათავსებდნენ, შემდგომ მოდელებში Alfa Romeo-ს 6-ცილინდრიან ძრავებს იყენებდნენ, ხოლო 2009-ში უკვე განახლებული Vertigo Sprint-იც გამოჩნდა. ეს მოდელი Maserati-ის 4.2-ლიტრიან V8 ძრავას იყენებდა, რომელსაც 420 ცხენის ძალა ჰქონდა.

Gillet Vertigo

Gillet Vertigo-ს მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ოფიციალურ რბოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში ტონიმაც მეტად დახვეწა თავისი ინჟინრული უნარები. 2015 წელს Maserati-მ პროტოტიპული Zagato Mostro წარადგინა, რომლის მთლიანი შასი და დაკიდების სისტემა Tony Gillet-ის შექმნილი იყო.

მსგავსი სიახლეები