Lexus GS-ის მეხუთე თაობას წყალბადის ძრავა ექნება
მალე მსოფლიო ახალ და უფრო საინტერესო Lexus GS-ს იხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ Lexus GS-ს ამ სეგმენტში მისი კონკურენტი მეხუთე სერიის BMW, Audi A6 და Mercedes E-Class მუდმივად ჩრდილავენ, ამ მანქანას კიდევ ბევრის შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, სანდოობისა და ორიგინალობის. მეოთხე თაობის იაპონური სედანი 2012 წელს გამოჩნდა და 2016 წელს განავითარეს.
8 წელი გაიარა და მალე მეხუთე თაობის გახდება. მეხუთე თაობა კიდევ უფრო გამორჩეული იქნება და კონკურენტებს მეტ გამოწვევას შესთავაზებს. მას ჰიდროგენის ძრავა ექნება, რომელიც მემკვიდრეობით მეორე თაობის Toyota Mirai-სგან ერგო.
ახალი Lexus GS Mirai-ს მსგავს პლატფორმაზე აიგება. ტრადიციული სტრუქტურით, მეორე თაობის Mirai მისთვის უფრო ბევრი ნაწილის გაზიარებას შეძლებს.
Mirai-სთან აშკარა მსგავსების თავიდან ასარიდებლად, GS-ს უფრო აგრესიული გარეგნობა ექნება. მის მონაცემებსაც გააუმჯობესებს და 1 000 კმ-ს გავლას შეძლებს.
ახალი Lexus GS 2021 წელს უნდა გამოჩნდეს.