ასეთი იყო 105 წლის წინ ჰიბრიდული ავტომობილი
Aa
Aa

ასეთი იყო 105 წლის წინ ჰიბრიდული ავტომობილი

დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე სიტყვა ჰიბრიდული ან ელექტრო გვესმის. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ის, რაც ადრე სცადეს, არ გამოვიდა და დაივიწყეს. ელექტრო ავტომობილები საუკუნის წინაც პოპულარული იყო, თითქმის იმავე მიზეზებით, რატომაც ახლაა. თუმცა, მაშინაც მსგავსი ინფრასტრუქტურული გამოწვევები იდგა. Owen Magnetic-მა თავის დროზე თითქოს ეს პრობლემა გადაჭრა, როცა ავტომობილი გენერატორით აღჭურვა.

მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ეს მაინცდამაინც ეფექტური სისტემა არაა. თერმოდინამიკის პირველი კანონი ენერგიის შენახვასა და გამოყენებაზე საუბრობს. Owen Magnetic-ს ბენზინის ძრავა აქვს, რომელიც გენერატორს ატრიალებს, გენერატორი კი ელექტრო ძრავას ამოქმედებს. საბოლოოდ კი ავტომობილი გადაადგილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აგრეგატს ენერგიის დაკარგვის ორი წერტილი აქვს.

1916 წელს ეფექტურობაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ყველაფერი უბრალოდ გამოყენების სიმარტივეზე იყო. არანაირი კონუსი და გადაცემათა კოლოფი. როგორც ჯეი ლენო ამ ავტომობილზე საუბრისას აღნიშნავს, ის თავის დროზე პოპულარობით მაინცდამაინც არ სარგებლობდა. იმისთვის, რომ ამ მანქანით გზებზე გაესეირნა ჯეი ლენოს მისი შეკეთება მოუწია.

მაგალითად, სარქველების სახურავი ფოროვანი გახდა, რამაც ჯეი ლენოს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მან მე-20 საუკუნის პრობლემის მოსაგვარებლად 21-ე საუკუნის მეთოდები გამოიყენა. სახურავი 3D პრინტერით ააწყო. მსგავსება ისეთია, რომ თუ არ გეტყვიან, ვერც კი შეამჩნევთ, რომ რეპროდუქციაა.

Magnetic-ის მართვა საინტერესო გამოცდილებაა. ძრავა მაღალ ბრუნებამდე კვლავ აღწევს. აჩქარება სწროხაზოვანი და რბილია. ელექტრო მუხრუჭები უკანა დოლურ მუხრუჭებს მთელი ავტომობილის შენელებაში ეხმარება. ეს რეგენერაციული დამუხრუჭება არ არის, მაგრამ მაინც სახალისოა.  

ჰიბრიდულმა ტექნოლოგიამ შორი გზა გამოიარა და ეს ავტომობილი გზის დასაწყისია. ახალი ტექნოლოგოებიც ზუსტად იმას აკეთებს, რაც ამ ავტომობილს შეუძლია. თუმცა, თანამედროვეობას Owens Magnetic-ის სტილი აკლია. 

მსგავსი სიახლეები