იშვიათი Subaru Impreza 22B აუქიონზე გამოჩნდა
კოლექციონერებისთვის სასურველი Subaru აუქციონზე გამოჩნდა.
Impreza 22B იშვიათი და ერთ-ერთი საუკეთესო Subaru-ა. ეს ავტომობილი რალიში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად გამოუშვეს. მას რალის ავტომობილის დამატებები ჰქონდა, რაც ავტომობილების მოყვარულების გულებს იგებდა. 22B-ს სულ 400 ეგზემპლარი არსებობს და მისი გასაყიდად გამოჩენა იშვიათი მოვლენაა. ეს კონკრეტული ავტომობილი კალიფორნიაში აუქციონზე იყიდება.
როგორც ყველა 22B-ს, ამ კონკრეტულსაც აქვს ნაწილები, რომლებიც მას ჩვეულებრივი Impreza-სგან გამოარჩევს. მაგალითად, უფრო დიდი თაღები, რომლებიც ოქროსფერ BBS დისკებს ფარავს, STI-ს სუპორტები და Prodrive-ს დაკიდების სისტემა. კაპოტის ქვეშ 2.2-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძალას ოთხივე თვალს აწვდის.
ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ოდომეტრი 40 000 კილომეტრს უჩვენებს. პანელები, ინტერიერის დეტალები და Recaro-ს სავარძლები შესანიშნავად გამოიყურება.
ძნელია იმის თქმა, თუ რა ფასად გაიყიდება ეს ავტომობილი საბოლოოდ. მას განსაკუთრებული წარმომავლობა აქვს. თანაც 90-იანების ავტომობილები კოლექციონერების ინტერესის საგანი უკვე ხდება. მისი ფასი უკვე $88,888-მდე ავიდა.