საქართველოში ავტომობილის დაზღვევა წელიწადში საშუალოდ 1,200 ლარი ჯდება
Aa
Aa

საქართველოში ავტომობილის დაზღვევა წელიწადში საშუალოდ 1,200 ლარი ჯდება

საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება 1,252 ლარი ანუ თვეში 104 ლარია.

სადაზღვევო კომპანიების მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილი ფინანსური შედეგების თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში სულ 93,196 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო დაზღვეული, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 6%-ს შეადგენს, ანუ 6%-ს აქვს სადაზღვევო პოლისი.

ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. 2020 წელს კომპანიებმა ამ მიმართულებით სულ 116.7 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს მხოლოდ 4.6 მილიონი ლარით აღემატება. თავად დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 2.5 ათასით შემცირდა. 2018 წელთან შედარებით კი ქუჩებში 18 ათასით მეტი დაზღვეული ავტომობილი მოძრაობს.

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები