რომელ სუპერქარს მართავს უიმბლდონის ჩემპიონი იანიკ სინერი? | ეს მანქანა სუსტი გულის მქონეებისთვის არაა
2025 წლის უიმბლდონის ტურნირი იტალიელი ჩოგბურთელის იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა. სინერმა ფინალურ მატჩში ესპანელი კარლოს ალკარასი დაამარცხა და თავის კარიერაში პირველად, უიმბლდონის ჩემპიონობასაც დაეუფლა.
ჩემპიონობის მოპოვებიდან მალევე, სინერი ქუჩაში საკუთარი ავტომობილით დააფიქსირეს. თუმცა არა მანქანის მართვის, არამედ მისი წმენდის დროს. ეს ავტომობილი კი, არც მეტი არც ნაკლები Ferrari 812 Competizione გახლდათ, V12-ით აღჭურვილი სუპერქარი, რომელიც ალბათ ბევრ სახლზე ძვირიც ღირს.
ეს Ferrari სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი არ არის. დარწმუნებულები იყავით, რომ არც მცირე ბიუჯეტის მქონე პირები შეძლებენ მის მართვას. Ferrari 812 Competizione-ის მძლავრი 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა 9 250 ბრ/წთ-სა და 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს საკმარისია 0-დან 100-მდე 2.85 წამში ასაჩქარებლად, ხოლო მაქსიმალური სიჩქარის 327 კმ/სთ-ზე ავითარებს.
განსაცვიფრებელია ავტომობილის ვიზუალური მახასიათებლებიც: მქრქალი ვერცხლისფერი ძარა, ცენტრალური ყვითელი ზოლები, შავი სახურავი. რაც შეეხება ფასს: უხეში შეფასებებით, ამ ავტომობილის ფასი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავადაც, ის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს მოდელი სინერისთვის ყოველდღიური გამოიყენებს უფროა, ვიდრე კოლექციაში შესანახი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იანიკ სინერის ავტომობილები განხილვის საგნად იქცა. ჩოგბურთელი 23 წლისაა და უკვე ფლობს Audi RS6 ABT-ს, Alfa Romeo-ს და სულ მცირე ორ Ferrari-ს, მათ შორის SF90 Stradale-ს და Purosangue-ს SUV-საც კი.