Tesla-მ სწრაფი კვების რესტორანი გახსნა | სტუმრებს რობოტები მოემსახურებიან
წლების დაპირებების შემდეგ, Tesla-მ ჰოლივუდში პირველი სწრაფი კვების ტიპის რესტორანი გახსნა. რეტრო-ფუტურისტული სტილის ობიექტში სტუმრებს რობოტები მოემსახურებიან. გარდა ამისა, Tesla-ს ობიექტის სტუმრებისთვის ახალი კონცეფციის დასამუხტი სადგურის შემუშავებაც სურს.
„რეტრო-ფუტურისტული“ Tesla Diner-ი პირველად სწორედ ლოს-ანჯელესში გაიხსნა. ობიექტი დასამუხტ სადგურს, ავტომომსახურებას და სასადილოს აერთიანებს და სტუმრებს კლასიკურ ამერიკულ მენიუს - ბურგერებსა და მილკშეიკებს სთავაზობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს რობოტები, რომლებიც Tesla Diner-ის სტუმრებს ემსახურებინ და ასევე, Cybertruck-ის ფორმის „ბოქსები“, ბურგერებით.
სწრაფი კვების ობიექტის გახსნის ინიციატივით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პირველად 2018 წელს გამოვიდა. ორსართულიანი ვერცხლისფერი ნაგებობის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.
სასადილოს ვებგვერდის თანახმად, სტუმრებს წინასწარი შეკვეთების გაკეთება თავიანთი ელექტრომობილების ეკრანებიდანაც შეეძლებათ. ხოლო ობიექტი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება, როგორც Tesla-ს მფლობელებისთვის, ასევე არამფლობელებისთვის.