90-იანები, კონცეპტი, პროტოტიპები, აუდი, ალუმინის ძარა, ქუატრო, ვი 12
Aa
Aa

Audi-ს შეჩერებული მოდელი, რომელმაც კომპანიას შთამომავლობა აჩუქა

გერმანული Audi თავისი 4x4-ზე სისტემით და ალუმინის ძარებითაა ცნობილი. ჩვენს ქვეყანაში ხშირად გაიგებთ ძველი აუდი მოდელებზე, რომ ისინი არ ჟანგდებიან, რადგან ძარა ალუმინის აქვთ. სინამდვილეში მსგავსი ფუფუნება ბრენდის ისტორიაში რამდენიმე მოდელს ჰქონდა. ეს ყველაფერი კი კონცეპტუალურმა Audi Avus-მა დაიწყო.

1991 Audi Avus Quattro Concept - price and specifications

Avus 1991 წელს წარადგინეს - მაშინ როცა მსოფლიო ეკონომიკა ჩამოშლის პირას იყო მისული. წარმოიდგინეთ 12-ცილინდრიანი, 60-სარქველიანი და 6-ლიტრიანი აგრეგატის მქონე ალუმინის მანქანა, რომელსაც 335 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა შეეძლო. მისი წონა 1250 კილოგრამს შეადგენდა და 100-მდე აჩქარებას 3 წამს ანდომებდა. გერმანულმა კომპანიამ თავის ტრადიციას არ უღალატა და Avus-ი Quattro სისტემით აღჭურვა.

1991 Audi Avus Quattro Concept #526953 - Best quality free high resolution  car images, pictures and photos.

აღნიშნული მოდელი Audi-ს ისტორიაში პირველი იყო, რომელსაც ძარა მთლიანად ალუმინის ჰქონდა. მეტი წარმოდგენისთვის და ეფექტისთვის პრეზენტაციის დროს კომპანიამ არც კი შეღება მანქანა, ის უბრალოდ ხელით გააპრიალა, რადგან ალუმინის სილამაზე ყველას თავად ენახა.

Plik:Audi Avus quattro.jpg – Wikipedia, wolna encyklopedia

მიუხედავად იმისა, რომ რთული მსოფლიო ეკონომიკური პერიოდის გამო Avus-ი სერიულად არ გამოსულა, მან საფუძველი ჩაუყარა Audi A8-ს. ეს ავტომობილი კი მსოფლიოში პირველი სერიული მოდელი იყო, რომელსაც ალუმინის ძარა ჰქონდა. შემდეგ Audi TT, A2 და R8 მოდელებიც ვიხილეთ, რომელთა მთლიანი ძარა თუ არა, მათი ძირითადი ნაწილი მაინც ალუმინისგან იყო დამზადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ Audi Avus-მა კომპანიის ისტორიაში მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამჟამად Avus-ის ერთადერთი ეგზემპლარი ინგოლშტადტის მუზეუმში ინახება.

მსგავსი სიახლეები