ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
კერძოდ, შეზღუდვა 23 ივლისის 07:00 საათიდან 24 ივლისის 01:00 საათამდე მოძრაობა სრულად აიკრძალება: აკაკი წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან - შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე.
ამასთან ერთად, ავტომობილებს აკაკი წერეთლის გამზირზე, ფოთის და ბათუმის ქუჩების გავლით მოხვედრასაც ვერს შეძლებენ. მოძრაობა სრულად შეიზღუდება: ვლადიმერ მაიაკოვსკის, გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის, არჩილ ქურდიანის და სლავა მეტრეველის ქუჩებზე.
გადაადგილებაზე ნაწილობრივი შეზღუდვა კი შეეხება - თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით, გორის და ბათუმის ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებებსაც. ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება: დავით აღმაშენებლის გამზირზე (გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთიდან - თამარ მეფის ქუჩამდე მონაკვეთში), მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირის კვეთიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ფოთის ქუჩაზე- ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე.
ფიფიების, ბათუმის და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის ქუჩისკენ, ხოლო, მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით. აკაკი წერეთლის გამზირიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით. შემდეგ, ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მოხვედრა მარჯვნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი და ასევე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმართულებით.
თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების გავლით. ხოლო, აკაკი წერეთელის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.