მოდიფიცირება, ტოიოტა, ტოიოტა რავ4, ფიმფ მაი რაიდ
Aa
Aa

გახსოვთ Pimp My Ride? | გადაცემაში თითქმის ყველაფერი დადგმული იყო

გადაცემა Pimp My Ride-ის მიერ „რესტავრირებული“ ავტომობილები დროს უსწრებდა. ყოველ შემთხვევაში მათ მიერ მოდიფიცირებული მოდელები ეკრანზე ასე ჩანდა მანამ, სანამ ერთ-ერთმა მონაწილემ სიმართლის გამხელა არ გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, ეკრანებზე და კადრს მიღმა არსებული სიტუაცია 100%-ით იდენტური არ ყოფილა და ბევრი რამ, გადაცემაში უბრალოდ შეცვლილი ან დადგმულია. თუმცა MTV-ის 2000-იანების ჰიტ-შოუს წარმომადგენლები, მაშინ, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ დაახლოებით 20 წლის შემდეგ ხალხი მათ სიმართლეში ეჭვს შეიტანდა.  

შოუს კადრს მიღმა არსებულ სიტუაციაზე 1997 წლის Toyota RAV4 MTV-ის მფლობელმა ისაუბრა. ჯასტინ დირინგერის თქმით, გადაცემაში ჩანდა, რომ მანქანის შეკეთებას სულ რამდენიმე კვირა დასჭირდა, რეალურად კი, ის დაახლოებით ხუთი თვით მანქანის გარეშე დარჩა.

გარდა ამისა, გუნდის წევრებმა მანქანას მოგვიანებით შოუსთვის დამატებული დეტალების ნაწილიც მოხსნეს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი, pop-up შამპანიური იყო, რომელიც იმ მიზეზით მოხსნეს, რომ ის არაკანონიერი და სახიფათოც კი იყო.

თუმცა Toyota-ს მფლობელი ერთადერთი ადამიანი არაა, რომელიც წლების შემდეგ გადაცემის "ბნელ მხარეებზე" საუბრობს. როგორც  Pimp My Ride-ის ათეულობით მონაწილე ამტკიცებს, გადაცემაში მანქანების დანახვისას მათი რეაქციებიც კი დადგმული იყო და ერთი და იმავე კადრის რამდენჯერმე ჩაწერაც კი მოუხდათ, სანამ სასურველ შედეგს მიიღებდნენ. როგორც აღმოჩნდა, რიგი მონაწილეების შემთხვევაში გაყალბებული იყო მათი ვინაობა, ასაკი და პროფესიაც კი. ნაწილის შემთხვევაში კი, ის სახლები, რომლებიც გადაცემის წამყვანი მათ "მოულოდნელად" სტუმრობდა რეალურად MTV-ის მიერ იყო დაქირავებული. 

ინტერნეტის ადრეულ დღეებში მაყურებელი ძირითადად თვლიდა, რომ რეალითი შოუები 100 პროცენტით ნამდვილი იყო. ახლა ყველამ იცის, რომ მოვლენების უმეტესობა სცენარის მიხედვით იდგმება და სწორედ ამ სცენარს მიჰყვება. სწორედ ამიტომ, Pimp My Ride თანამედროვეობაში შესაძლოა ისეთივე პოპულარული არ ყოფილიყო როგორც წარსულში, რადგან ბევრი მიხვდებოდა, რომ ის დადგმულია.

 

მსგავსი სიახლეები