Aa Aa
30 მარტი 2020  |  11:57

ენთუზიასტების საოცნებო მანქანა: მსოფლიოში პირველი VW Golf სარბოლო ავტო

„გოლფი“ „ფოლკსვაგენის“ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 35 მილიონი ეგზემპალარი გაიყიდა.

 მისი დიზაინი ლეგენდარულმა ჯორჯეტო ჯუჯარომ შექმდა და ის VW Beetle-სგან სრულიად განხსვავებულია. ის იყო უკანაწამყვანი, წყლით გაგრილებად ძრავაზე მაშინ, როცა „ხოჭო“ წანაწამყვანი, ჰაერით გაგრილებადი ჰეჩბეკი იყო. „გოლფი“ კომპანიის ბიუჯეტური ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს ამ მანქანების გარკვეული ნაწილი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალება.

როლფ ნოტელემ Golf-ის პირველი თაობის სარბოლო ავტომობილი 1975 წელს ბელგიაში წარმოადგინა. პირველმა მოდელმა ჰოკენჰაიმრინგზე გამარჯვება მოიპოვა.

ეს წარმატებული სარბოლო ავტომობილი ამჯერად RM Sotheby-ს აუქციონზე იყიდება.

ორიგინალს 1.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 162 ცხენის ძალას აწარმოებდა. ის 1.8-ლიტრიანი ძრავით ჩაანაცვლეს, რომელიც 175 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. BBS-ის დისკები და სარბოლო სამუხრუჭე სისტემაც დამატებული აქვს.

Golf Mk1 სარბოლო მანქანას ოჯახი წლების განმავლობაში ინახავდა. მარკუს ნოტელემ ავტომობილი 2011 წელს Volkswagen AG -ის სახელით განაახლა და 2012 წელს საზოგადოებას წარუდგინა.

ეს ავტომობილი საუკეთესო მდგომარეობაშია და პირდაპირ სარბოლო ტრასაზე გასაყვანადაა განკუთვნილი.

გაზიარება: