Aa
Aa

იტალიელ მრბოლელს 15 წლით ყველა ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა

ლუკა კორბერი თავშეუკავებლობის გამო მკაცრად ისჯება.

რბოლის დროს ემოციები მოზღვავებულია. თუმცა, არასპორტული საქციელიგან ყველა მრბოლელმა თავი უნდა შეიკავოს და არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც ლუკა კორბერი, თორემ აუცილებლად დაისჯება.

მას შემდეგ, რაც FIA World Karting Championship-ში კორბერისთვის რბოლა წარუმატებლად, ნაადრევად დასრულდა, მან პაოლო იპოლიტოს ტრასაზე კარტინგის ნაწილი ესროლა.

მან სამიზნეს ააცილა, თუმცა, სხვა მრბოლელებს დაბრკოლება შეუქმნა. რბოლის შემდეგ კი კარბერი პაოლო იპოლიტოს თავს დაესხა და ცემა დაუწყო. მან Facebook პოსტში ყველას მოუბოდიშა, მაგრამ ბოდიში მისი საქციელითვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამ ინციდენტიდან 6 თვის შემდეგ FIA-ს გადაწყვეტილება ცნობილია. კარბერის 15 წლით ყველა ჩემპიონატში მონაწილეობა ეკრძალება. ზოგადად კი ბრაზის კონტროლის თერაპიის გავლა არ აწყენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები