ნავთობის იმპორტი გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს
Aa
Aa

ნავთობის იმპორტი გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთიდან 270,000 ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,100 ტონით, ანუ 0.4%-ით მეტია. ნავთობი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის რიგით მესამე ადგილს იკავებს.

თანხობრივად იმპორტირებული ნავთობის ღირებულება $141.9 მილიონი დოლარი იყო, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში შესყიდული ნავთობის ღირებულებასთან შედარებით 5.6%-ით, ანუ $8.4 მილიონი დოლარით ნაკლებია.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, მათი სტატისტიკა ასე ნაწილდება (ტოპ 5):

1) თურქმენეთი - $32 მილიონი, 60,400 ტონა;
2) რუსეთი - $28 მილიონი, 59,400 ტონა;
3) რუმინეთი - $27.4 მილიონი, 51,200 ტონა;
4) აზერბაიჯანი - $20.1 მილიონი, 43,000 ტონა;
5) ბულგარეთი - $14.4 მილიონი, 26,900 ტონა.

შედარებისთვის, წელს საქართველოში ნავთობის იმპორტის მოცულობა კრიზისამდელი პერიოდის - ანუ 2019 წლის პირველი კვარტლის იმპორტის მაჩვენებელსაც (260,000 ტონას) აღემატება, რაც ქვეყანაში გაზრდილ მოხმარებაზე მეტყველებს.

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები