ტესტი, ყველგანმავალი, 4x4, ბი ემ ვი, ბი ემ ვი 525 უნივერსალი, ბი ემ ვი იქს 5
Aa
Aa

როგორ შეიქმნა პირველი BMW X5

1999 წელს ავტომოყვარულები და განსაკუთრებით BMW-ის ქომაგები დიდი სენსაციის მომსწრენი გახდნენ - ბრენდის ისტორიაში პირველად იხილეს ყველგანმავალი, რომელსაც X5 ერქვა. ამ მოდელის მიმართ ბევრი მათგანი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა მის გამოჩენას ყველა დიდი ინტერესით ელოდებოდა. ფაქტი ერთია - BMW X5 დღეს ძალიან პოპულარული მოდელია და უამრავი ქომაგი ჰყავს.

BMW X5 test mule. The official prototype of? : r/regularcarreviews

ამ მოდელის ისტორიას წინ ერთი პატარა ამბავი ახლდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდის ისტორიაში პირველი სერიული ყველგანმავალი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში შასის შექმნა და მისი დახვეწა გადაწყდა, რაც Range Rover-ის დახმარებით მოხდა. თუმცა ამ ყველაფრისთვის კომპანიას ძარა სჭირდებოდა, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ შექმნილი. ამის გამო კომპანიის ინჟინრებმა გადაწყვიტეს BMW E34 Wagon-ის ძარა გამოეყენებინათ.

BMW X5 Test Mule... I think that's what it's called... looks cool ...

სწორედ ასე გაჩნდა ეს უცნაური სატესტო მანქანა, რომელსაც Mule-ს უწოდებდნენ, რაც ჩვენს ენაზე „ჯორს“ ნიშნავს. ამ ავტომობილს სერიულ წარმოებასთან არანაირი საერთო არ ჰქონია, იგი ერთი ცალი შექმნეს ტესტებისთვის და ჯორივით ამუშავებდნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები