90-იანები, სუპერქარი, პროტოტიპი, მერსედეს ბენცი, მეგა თრექი, W140, S CLASS, პარიზის ავტოშოუ
Aa
Aa

ყოვლისშემძლე სუპერქარი

ყოვლისშემძლე „სუპერქარის“ შექმნის სურვილი ყველას აქვს, თუმცა ამ იდეისთვის ხორცის შესხმას მხოლოდ განსხვავებულები ახერხებენ. შექმნა ავტომობილი, რომელიც ერთდროულად ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად იქნება ძალიან რთული ამოცანაა. მსგავსი იდეების განხორციელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი 90-იანების დასაწყისი იყო, სწორედ ამ დროს პატარა ფრანგულმა კომპანიამ დიდი და ყოვლისშემძლე ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა.

Aixam Mega Track: The Massive, Off-Road-Capable Supercar You've Never Heard  Of

Aixam-ი „კვადროციკლებზე“ ორიენტირებული კომპანია იყო, რომელმაც შეუძლებელ საქმეს მოკიდა ხელი. 1992 წელს პარიზის აუტოშოუზე Mega Track-ი წარადგინეს, რომელიც იმავე დღეს შოუს მთავარი მოვლენა გახდა.

Helden auf Rädern: Mega Track - CLASSIC - motorline.cc

ავტომობილი Hummer H1-ზე განიერი იყო, მისი დაკიდების სისტემა ელექტორნულად რეგულირდებოდა და მას 13 სმ-ის დიაპაზონში შეეძლო მოძრაობა. ეს იყო „სუპერქარი“, რომელსაც შეეძლო უგზოობის გამკლავება. Mega Track-ი 4x4-ზე იყო და აგრეგატები Mercedes S600-ის ჰქონდა (W140) 12-ცილინდრიანი ძრავა უგზოობის გასამკლავებლად და სპორტული ხასიათის სადემონსტრაციოდაც ეხმარებოდა. ავტომობილის გაბარიტები შესაბამისს წონაზე მეტყველებდა, მისი მასა 2280 კილოგრამს შეადგენდა. 389 ცხენის ძალა და 570 ნიუტონი ავტომობილს 100-მდე 5.8 წამში აჩქარებდა. ავტომობილი „მერსედესის“ ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი, რის გამოც მას Grand Turismo-სთვის დამახასიათებელი კომფურტული სვლაც შეეძლო.

aixam mega track 1990s off-roading supercar Drive

ეს იყო ყოვლისშემძლე ავტომობილი, რომლისთვისაც უგზოობის დაძლევა, კომფორტული სვლა და „სუპერქარის“ შესაძლებლობები პრობლემას არ წარმოადგენდა. მაშინ რატომ არ იცის მის შესახებ მსოფლიომ?! ამ ფაქტს ორი მიზეზი განაპირობებდა - ავტომობილი 300 000 დოლარი ღირდა და მისი გამოშვება დააგვიანეს. იმ დროისთვის Porsche 959 230 000 და Lamborghini Diablo 239 000 დოლარი ღირდა. ეს ის ავტომობილები იყო, რომლებმაც მსოფლიო საავტომობილო ისტორია შექმნეს. მეორე ფაქტორი კი Mega Track-ის პრეზენტაციიდან მის გამოშვებამდე დიდ პერიოდს უკავშირდება, როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, 1992 წელს ავტომობილმა დიდი სენსაცია მოახდინა, ხოლო მისი რეალიზება 3 წლის შემდეგ მოხდა, მაშინ, როდესაც ის უკვე ყველას დაავიწყდა.  

 

მსგავსი სიახლეები