Aa Aa
31 მარტი 2020  |  15:34

დეტროიტის ავტოშოუ გაუქმდა: შენობა კორონავირუსის დროებით სამედიცინო დახმარების ცენტრად გადააკეთეს

ავტოშოუ, რომლის ჩატარება ივნისში იყო დაგეგმილი, გადაიდო, რადგან TCF ცენტრი პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრად გადააკეთს.

  • ნიუ იორკის ავტოშოუ გადაიდო, ჟენევას ავტოშოი გაუქმდა, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კორონავირუსის გამო, დეტროიტის ავტოშოუც წელს აღარ იქნება.
  • ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე მოხდა, რადგან საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (სსმფა) ეს შენობა 6 თვით სამედიცინო დახმარების ცენტრად აქცია.
  • შოუს ორგანიზატორები ამბობენ, რომ დეტროიტის შემდეგი ავტოშოუ 2021 წლის ივნისში ჩატარდება.

 

წლევანდელი სამხერთ ამერიკის საერთაშორისო ავტო შოუ დეტროიტში წელს აღარ ჩატარდება. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სსმფა-მ TCF ცენტრი, სადაც შოუ უნდა ჩატარებულიყო, ქალაქ დეტროიტის საგანგაშო სამედიცინო დახმარების ცენტრად გადააქცია. ეს პირველი წელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ავტო შოუ ზაფხულის თვეში და არა ტრადიციულად იანვარში გაიმართებოდა.

ყველა ღონისძიება, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლის ჩატარება 6-20 ივნისისთვის იყო დაგეგმილი ზუსტად ერთი წლით გადაიწევა.

2020 წლის სამხერთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუს დირექტორი დუგ ნორტი ამბობს, რომ შოუს გუნდი საქველმოქმედო აქტივობებს წელს მოგვიანებით ჩაატარებენ, რათა ბავშთა ფონდები ამ სიტუაციის გამო არ დაზარალდნენ.

28 მარტის სტატისტიკით, მიშიგანის შტატში, დეტროიტში კორონავირუსის ყველაზე მწვავე ეპიდემია დაფიქსირდა: 1377 შემთხვევა და 30 სიკვდილი.

გაზიარება: