Aa
Aa

Widebody რუსულად: რუსებმა ორი Lada ერთმანეთზე შეადუღეს

ორი ერთში!

ხშირად Widebody დიზაინის შექმნას მარტივად უდგებიან და მხოლოდ უფრო ფართო თაღების დამატებით შემოიფარგლებიან. ექსპერიმენტების მოყვარულმა რუსებმა კი ეს დიზაინი ახალ დონეზე აიყვანეს: მათ ორი Lada ერთმანეთზე შეადუღეს.

ეს პროცესი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე უბდრალოდ ორი ავტომობილის გადაჭრაა. მათ საჭისა და დაკიდების სისტემის გამართვაზე მოუწიათ ზრუნვა.

მას შემდეგ, რაც ავტომობილი გადაღებეს, ის ევაკუატორით ადგილობრივ სარბოლო ტრასაზე გადაიყვანეს. ასეთი მასის მიუხედავად, ავტომობილი მოქნილი აღმოჩნდა. თავიდამ საქმეს გმირულად უმკლავდებოდა.

ძრავა და გადაცემათა კოლოფი ორივე ავტომობილმა შეინარჩუნა. რა თქმა უნდა, მისი მართვა მარტივი საქმე არაა. მძღოლებს მუდმივად ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობა უწევთ. საქმე განსაკუთრებით მოსახვევებში რთულდება.

მას შემდეგ, რაც 4 მგზავრი დაამატეს, ავტომობილს აშკარა პრობლემები შეექმნა, საბოლოოდ, კი ერთ-ერთი ძრავა გადახურდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები