ძრავა, სერვისი, ავტომობილის მოვლა, ძრავის ზეთი
Aa
Aa

რა მდგომარეობაშია ძრავა, რომელსაც 112 000 კილომეტრზე ზეთი მხოლოდ 2-ჯერ შეუცვალეს

მნიშვნელობა არ აქვს, ძველი, გაცვეთილი ავტომობილით გადაადგილდებით თუ ახალი, პრემიუმ კლასის მოდელით — ტექნიკური მომსახურება ნებისმიერი ტრანსპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ძველი აგრეგატი შეიძლება გამძლე აღმოჩნდეს, თუმცა თანამედროვე ძრავების უგულებელყოფა ხშირად კატასტროფის ტოლფასია. ამის ნათელი მაგალითია 2021 წლის Lincoln Aviator-ის 3.0-ლიტრიანი V6 EcoBoost-ი, რომლის პატრონმაც CarFax-ის ისტორიის მიხედვით, 70 000 მილის (დაახლოებით 112 000 კმ) მანძილზე ძრავში ზეთი სულ რაღაც ორჯერ შეცვალა.

ასევე იხილეთ: ძრავის მოვლისთვის საჭირო რჩევები

ეს ტექნიკური ექსპერტიზა და ძრავის სრული დაშლა „იუთუბერმა“ ერიკ ბერგმა შემოგვთავაზა, რომელიც რეგულარულად შლის მწყობრიდან გამოსულ და დაზიანებულ აგრეგატებს.

ორტურბინიანი V6 ძრავი ერიკმა ცალკე შეიძინა. ბლოკზე ამოტვიფრული VIN-კოდის ბოლო 8 ციფრით მან CarFax-ის ოფიციალური ისტორია ამოიღო, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ზეთის შეცვლის მხოლოდ ორი ოფიციალური ჩანაწერი არსებობდა. ძრავის გახსნამ ეს საშინელი ეჭვები ასი პროცენტით დაადასტურა. მხოლოდ ერთ-ერთი სარქვლის სახურავის მოხსნაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმის დასანახად, რომ EcoBoost-ი სრულად განადგურებული იყო.

რა მდგომარეობაშია ძრავა, რომელსაც 112 000 კილომეტრზე ზეთი მხოლოდ 2-ჯერ შეუცვალეს — ფოტო 1
რა მდგომარეობაშია ძრავა, რომელსაც 112 000 კილომეტრზე ზეთი მხოლოდ 2-ჯერ შეუცვალეს — ფოტო 2
რა მდგომარეობაშია ძრავა, რომელსაც 112 000 კილომეტრზე ზეთი მხოლოდ 2-ჯერ შეუცვალეს — ფოტო 3
რა მდგომარეობაშია ძრავა, რომელსაც 112 000 კილომეტრზე ზეთი მხოლოდ 2-ჯერ შეუცვალეს — ფოტო 4

„მინახავს 400 000 და 500 000 კილომეტრის გარბენის მქონე ძრავები, რომლებიც ამაზე 10 000-ჯერ უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ“, — აღნიშნა ბერგმა.

ძრავის თითქმის ყველა კვანძი უგულებელყოფის მსხვერპლი გახდა: გამანაწილებელი ლილვის ფაზების ცვალებადობის  სოლენოიდები სრულად იყო დაფარული გაცვეთილი საკისრის ნარჩენებით. ძრავის კიდევ უფრო „გაშიშვლებამ“ კი მის ძირში ვერცხლისფერი, ლითონნარევი სითხის გუბე გამოაჩინა. კარტერის ქვეში კი იმდენად იყო მოფენილი ლითონის ბურბუშელით, რომ მზეზე ბზინავდა. ცხადია, ამ აგრეგატს არაფერი ეშველება, თუმცა ერიკ ბერგმა Ford-ის ინჟინრებსა და EcoBoost-ის კონსტრუქციას საქებარი სიტყვები მიუძღვნა იმისთვის, რომ ასეთ აპოკალიპტურ პირობებში ძრავმა 112 000 კილომეტრის დაფარვა შეძლო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რას გვეუბნება ავტომობილის პრობლემებზე აალების სანთლების მდგომარეობა?
    რას გვეუბნება ავტომობილის პრობლემებზე აალების სანთლების მდგომარეობა?