2021 Mercedes-AMG GT Black Series პროტოტიპი „ნურბურგრინგზე“ გამოჩნდა
Aa
Aa

2021 Mercedes-AMG GT Black Series პროტოტიპი „ნურბურგრინგზე“ გამოჩნდა

სამოდელო რიგის სათავეში მყოფი GT Black Series AMG-ს ახალი „ტვინ-ტურბო“ 700-ცხენისძალიანი V8 ძრავით იქნება აღჭურვილი

  • ახალი Mercedes-AMG GT Black Series „ნურბურგრინგზე“ ტესტირებისას შეამჩინეს და მას სასწაულად დიდი უკანა ფრთა აქვს
  • მოსალოდნელია, რომ იგი AMG-ს ახალი „ტვინ-ტურბო“ 700-ცხენისძალიანი V8 ძრავით იქნება აღჭურვილი
  • Black Series მოდელის უმაღლესი კომპლექტაციაა, რომლის ფასი GT R Pro-ს საწყის ფასსე ($200 645) მეტი იქნება.

 

Mercedes-AMG-მ GT-ს უკვე ორი სერიოზული განახალება გაუკეთა, როდესაც GT R და შემდგომ უფრო ტრეკზე ორიენტირებული GT R Pro გამოუშვა. AMG-მ გადაწყვიტა, რომ Pro ვერსია არასკმარისი იყო, ამიტომ GT Black Series-ის გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც წელს „ნურბურგრინგზე“ ტესტირების დროს კომუფლიაჟით და უზარმაზარი უკანა ფრთით გამოჩნდა.


(2020)          Mercedes-AMG GT Black Series         (2019)

2019 წელსაც GT Black Series-ის შექმნის იდეა ჰქონდათ, მაგრამ პროექტის დასრულება ერთი წლით გადაიწია. 2020 წლის ვერსიასთან ვიზუალურად საკმაოდ ბევრ სხვაობას შეამჩნევთ. თითოეული განახლებული ელემენტი უკეთესი აეროდინამიკის მისაღბად შეიქმნა. ეს ელემენენტებია ცხაურა, წინა ბამპერი, უკანა დიფუზორი, ძრავის ხუფის სახაერო ჭრილებს და , რა თქმა უნდა, ორნაწილიანი უკანა ფრთა, რომელიც ყურადღებას ყველაზე მეტად იქცევს.


Mercedes-AMG GT Black Series 2019

წინამორბედებისგან განსხვავებით, რომელსაც 4-ლიტრიანი 577 ცხენისძალიანი ძრავები ჰქონდათ, Black Series-ს იმავე მოცულობის გადამუშავებული V8 ძრავა ექნება, რომლის წარმადობა 700 ცხენის ძალას აღწევს.

ავტომობილი GT3 კლასის ბოლიდის აეროდნინამიკის რიგ კომპონენტებს იზიარებს, ზოგიერთი მათგანი უფრო ქალაქის ავტომობილის შესაფერისი და სარბოლო ბოლიდთან შედარებით შეზღუდული ფუნქციური დატვირთვის მქონეა.

Black Series AMG-ის ყველაზე რადიკალური ვერსიები იყო. მიუხედავად კომპანიის ტრეკისთვის გამზადებული ვერსიების გამოშვების მცდელობებისა, ტრეკზე მათ ბევრი კონკურენტი ჯობდა. ვნახოთ, ახალი Mercedes-AMG Black Series რას გვიპირებს და შეძლებს თუ არა Porsche GT2 RS-ის დაძლევას?

ფასი ჯერ უცნობია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იგი GT R Pro-ს $200 645-ის ფასზე ნაკლები იქნება.

მსგავსი სიახლეები