ავარია, სატვირთო, უცნაური
Aa
Aa

წარმოუდგენლად სწრაფმა ამწემ, ხიდზე „გადაკიდებული“ სატვირთო იხსნა

აშშ-ის შტატის სახანძრო სამსახურმა გასულ კვირას სატვირთოს მძღოლი გადაარჩინა, რომელიც ხიდიდან გადაკიდებულ სატვირთო კაბინაში იყო ჩარჩენილი. გაურკვეველია, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. თუმცა ნათელია, რომ ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა მისი მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. 

911-ში თავად სატვირთოს მძღოლმა დარეკა. ზარის აუდიო მედიასაშუალებების დახმარებით გავრცელდა. „გთხოვთ, დამეხმარეთ. ხიდიდან გადავვარდები. უბრალოდ ხიდზე ვარ ჩამოკიდებული, არ მინდა სიკვდილი“, - 911-ის უთხრა მძღოლმა 911-ის თანამშრომელს.

როგორც ცნობილია, მძღოლი კაბინაში 18 წუთის განმავლობაში იყო ჩარჩენილი, მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების სამსახურებს ელოდებოდა. 911-ის თანამშრომელი მძღოლთან მთელი ამ დროის განმავლობაზე ხაზზე იყო და ესაუბრებოდა. 18 წუთი შესაძლოა დიდი დრო არ იყოს, თუმცა არა იმ ადამიანისთვის, რომელიც ხიდიდან გადაკიდებული სატვირთოშია ჩაჭერილი. ყოველი შემთხვევისთვის, მძღოლმა 911-ის თანამშრომელს სთხოვა, ეს ჩანაწერი მისი ოჯახისთვისაც დაეტოვებინა.

თუმცა, სამაშველო ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ მძღოლი დამშვიდდა და ჯგუფის წევრებმაც, მისი ამოყვანა უვნებლად მოახერხეს. „როგორც კი ჩვენი მაშველი მის ავტომობილში ჩაჯდა, მძღოლი დამშვიდდა“, - განაცხადა ეკიპაჟის უფროსმა მედიასთან. ამის შემდეგ, მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.

 

მსგავსი სიახლეები