2022 წლის Toyota Prius Nightshade აგრესიული შესახედაობის ჰიბრიდია
Aa
Aa

2022 წლის Toyota Prius Nightshade აგრესიული შესახედაობის ჰიბრიდია

თუ ეს თქვენთვის ზედმეტად მუქია, მაშინ სხვა ფერებიცაა.

2022 წლის Toyota Prius Nightshade Special Edition-ის დებიუტი შედგა და ის გარედან მთლიანად „შუაღამის შავი მეტაკილითაა“ დაფარული. მაგრამ, თუ შავი ესთეტიკის მოყვარული არ ხართ, მაშინ „სუპერ თეთრი“ და „ვერცხლისფერი მეტალიკი“ ვერსიებიც არსებობს. მყიდველებს წინაწამყვანი ან ოთხივეწამყვანი ვერსიებს შორის ექნებათ არჩევანი. Toyota ფასს ჯერ არ ასახელებს.

Nightshade Edition-ს წინა მაშუქებზე, სარკეებზე და კარის სახელურებზე შავი აქცენტები აქვს. უკანა ფრთა ექსტერიერის ფერს შეეფერება. თუ პაკეტის შეძენაზე ფიქრობთ, მაშინ Midnight Black-ი ავტომობილის დიზაინს ყველაზე მეტად უხდება.

წინაწამყვან მოდელებს 17-იანი დისკები აქვს. ოთხივეწანყვანს - 15-იანი. ორივე შემთხვევაში დისკები შავ ფერშია გაფორმებული.

სალონში შავი ცენტრალური კონსოლი და საჭეა. წინაწამყვან ვერსიას მძღოლის 8-გვარად ადაპტირებადი, გათბობადი სავარძელი და მგზავრისთვის 4-გვარად ადაპტირებადი სავარძელი აქვს. ოთხივეწამყვან ვერსიას მძღოლის 4-გვარად ადაპტირებადი სავარძელი აქვს.

Nightshade-ს 7.0-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი აქვს. სისტემას Android Auto-ს, Apple CarPlay-სა და Amazon Alexa-ს მხარდაჭერა აქვს. 6-დინამიკიანი JBL აუდიო სისტემა და Qi უკაბელო სატენი ამ ავტომობილის აღჭურვილობაშია.

Prius-ს 1.8-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი, ჰიბრიდული აგრეგატი აქვს, რომელიც ჯამში 121 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ოთხივეწამყვან ვერსიას ელექტრო მოტორი აქვს, რომელიც დამატებით 7 ცხენის ძალასა და 56ნმ-ს იძლევა.

Prius Nightshade-ს უსაფრთხოების სისტემებიც აქვს. პაკეტში წინა შეჯახებაზე გაფრთხილების, ველოსიპედისტისა და ქვეითის შემჩნევის სისტემა, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება, ავტომატური შორი ნათების ფარები, საგზაო ნიშნების შემჩნევა, ბრმა წერტილის მონიტორინგი, უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილება და პარკირების დამხმარე სისტემა შედის.

მსგავსი სიახლეები