ტესტები, კორვეტი, სპორტქარი, Corvette ZR1X
Aa
Aa

მეფე აქ არის — Chevy Corvette ZR1X-ს 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 1.68 წამი დასჭირდა

დიდმა, მძლავრმა, ორტურბინიანმა და სრულად ამძრავმა Chevrolet Corvette ZR1X-მა General motors-ის ტესტზე მეოთხედი მილი (400 მეტრი) სულ რაღაც 8.675 წამში დაფარა და 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 1.68 წამი დასჭირდა. 

GM-მა ეს შედეგები 13 იანვარს გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ კორვეტი ჩვეულებრივ ბენზინზე მუშაობდა და აღჭურვილი იყო ქარხნული პარამეტრების ძრავით, სტანდარტული აეროდინამიკული დაკიდებით, Michelin Pilot Sport 4S საბურავებითა და ნახშირბადის ბოჭკოს დისკებით. რაც შეეხება ტრასას, US 131 Motorsports Park, რომელიც მიჩიგანში მდებარეობს, ტესტებისთვის წინასწარ იყო მომზადებული — 8.675 საუკეთსო შედეგი იყო, თუმცა მანქანამ 8.8 წამზე დაბალი შედეგი კიდევ რამდენიმე გარბენზე რეგულარულად დააფიქსირა. 

სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის, ZR1X-ის ტრეკისთვის განკუთვნილი ZTK პაკეტის (რომელიც Michelin Pilot Sport Cup 2R საბურავებს მოიცავს) გამოცდა მოუმზადებელ ზედაპირზეც ჩატარდა. ამ შემთხვევაში, მეოთხედი მილის გასავლელად მანქანას 8.99 წამი დასჭირდა და 100 კმ/სთ 1.89 წამში განავითარა — მაინც საკმაოდ შთამბეჭდავია...

ამ შედეგის მისაღებად, ინჟინერმა სტეფან ფრიკმა ავტომობილში Custom Launch Control ფუნქცია ჩააინტეგრირა, რომელმაც საშუალება მისცა, საუკეთესო შედეგის დასადებად, დაძვრისას RPM ეკონტროლებინა. აღნიშნული დინამიკა ნებისმიერი ფასის მქონე ავტომობილისთვის, მათ შორის მრავალმილიონიანი ჰიპერქარებისთვისაც კი, შექების ღირსია, თუმცა თუ ამ მანქანის ფასს გავითვალისწინებთ, ეს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მაგალითად, Pininfarina Battista მეოთხედ მილს 8.55 წამში გადის და 100 კმ/სთ-მდე 1.79 წამში ჩქარდება, ხოლო Koenigsegg Jesko Absolut-ისთვის ეს რიცხვები 8.77 და 2.4 წამია... 


შესაბამისად, კორვეტი პერფორმანსით ტოლს ყველაზე ეგზოტიკურ ავტომობილებსაც არ უდებს...

მსგავსი სიახლეები