Aa
Aa

BMW E46 M3 Toyota GR Yaris-ის წინააღმდეგ

AWD Vs. RWD ბრძოლა.

მარტივია სათანადოდ ვერ ვაფასებდეთ იმას, თუ როგორ შეიცვალა მანქანები ბოლო 20 წლის განმავლობაში. 2000-იანების დასაწყისში BMW M3 E46 ქუჩებსა და სარბოლო ტრეკზე 6-ცილინდრიანი ძრავით დომინირებდა. თუმცა, დღეს სპორტულ ჰეჩბეკს, Toyota GR Yaris-ს ამ BMW-ს წარმადობის დაჯაბნა მარტივად შეუძლია. ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ Carwow-მ ახალი ვიდეო შემოგვთავაზა, სადაც ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს სწორხაზოვან რბოლაში ეჯიბრება.

GR Yaris-ს 1.3-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 261 ცხენისძალასა და 360 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითა და ორი ბლოკირებული ხიდით ნაწილდება. M3-ს ორჯერ უფრო მეტი ცილინდრი აქვს, რომლის დახმარებითაც ის 343 ცხენისძალასა და 365 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 6-სიჩქარიანი კოლოფი კი ძალას უკანა ღერძზე მიმართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ Yaris-ი E46 M3-ზე 190 კგ-ით მსუბუქია.

GR-ის სრული ამძრაობა სტარტზე დიდ უპირატებას იძლევა, რაც რბოლის მოგებაში დაეხმარა. ის BMW-ზე წინ ორივე მცდელობაში გავიდა. Toyota-ს მეოთხედი მილის საუკეთესო დრო 12.5 წამი იყო, ხოლო BMW-მ ეს მანძილი 13.2 წამში დაფარა. სურათი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ავტომობილები გაგორებული პოზიციიდან შეაჯიბრეს. BMW "ფინიშამდე" მნიშვნელოვან მანძილს იგებდა.

ტესტის ბოლო ეტაპი მუხრუჭის გამოცდას მოიცავდა, სადაც "იარისმა" დამაჯერებლად გაიმარჯვა. უზარმაზარი სამუხრუჭე სისტემა მცირე ზომის ჰეჩბეკს მნიშვნელოვნად დაეხმარა. ეს რბოლა აჩვენებს იმას, თუ როგორ შეიცვალა წარმადობა E46-ის გამოსვლიდან დღემდე. დღეს არსებული მანქანები უფრო მეტი წარმადობით გამოირჩევა, ვიდრე გუშინდელი სპორტული კუპეები. ეს ვიდეო კი საავტომობილო პროგრესის დასტურია.

მსგავსი სიახლეები