ზოგიერთი მეორადი ავტომობილი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ახალი ღირდა
Aa
Aa

ზოგიერთი მეორადი ავტომობილი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ახალი ღირდა

ზოგი პიკაპი და სუვი ახლა იმაზე ძირად იყიდება, ვიდრე თავის დროზე ღირდა.

პანდემიამ და ჩიპების წარმოების შეფერხებამ ავტომობილების ფასებზე თავისებურად იმოქმედა. ბევრ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 12-18 თვის განმავლობაში ავტომობილების ფასები 15-40 პროცენტითაა გაზრდილი. გამოდის, რომ ზოგიერთი ავტომობილი ახლა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ის სადილეროდან გამოყვანისას ღირდა.

Associated Press-ის თანახმად, 1-3 წლის ავტომობილები ახლა იმაზე ძვირად იყიდება, ვიდრე ისინი თავდაპირველად ღირდა. მაგალითისთვის, თუ დილერს უნდა რომ იყიდოს და შემდეგ გაყიდოს 2019 წლის Toyota Tacoma SR მათ პირვანდელ თანხაზე დაახლოებით $1,000-ით მეტის გადახდა უწევს. როგორც კი ეს ავტომობილი მათ ხელში აღმოჩნდება, გასაყიდად უკვე $33,000-ად გამოაქვს.

„ბაზარი ახლა უცნაურ მდგომარეობაშია. სანამ ამ რთულ პერიოდს გაივლის, უნდა ველოდოთ, რომ ძველი ავტომობილების ფასები ავტომწარმოებლის შემოთავაზებულ ფასთან ახლოს იქნება“. - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი იურჩენკო.

კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ავტომობილების რიცხვში ძირითადად პიკაპები და სუვებია.

მსგავსი სიახლეები