კანონები, ამერიკის შეერთებული შტატები, უცნაური
Aa
Aa

რატომ არის სან-ფრანცისკოში მანქანის „საცვლებით“ გარეცხვა აკრძალული?

აშშ-ის სხვადასხვა შტატში განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს, ზოგ შემთხვევაში კი, საკმაოდ უცნაურიც. ცნობილი ფაქტია, რომ გარკვეული ქვეყნების ნაწილში, მანქანის გარეცხვას კანონმდებლობა სახლის ეზოსა და საჯარო ტერიტორიებზე კრძალავს. თუმცა სან-ფრანცისკოში მოქმედი კანონმდებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ მითითებას იძლევა.

სან-ფრანცისკოში კანონმდებლობა დაგირეგულირებთ იმას, თუ რით შეგიძლიათ თქვენი კუთვნილი ავტომობილის გაწმენდა. სინამდვილეში, არსებობს წესების კონკრეტული ნაკრები, რომელიც ტილოების გაწმენდასა და მათ გამოყენებას უკავშირდება. სან-ფრანცისკოს კანონმდებლობაში ნათქვამია, რომ მაცხოვრებლებს უბრალოდ არ აქვთ უფლება, მანქანა საცვლების გამოყენებით გაასუფთავონ.

„ნებისმიერი პირის, ფირმის ან კორპორაციის მხრიდან, დაბინძურებული ტანსაცმლის, ნაჭრების, ან გამოუსადეგარი ან გადაყრილი საცვლების, ტანსაცმლის, თეთრეულის, საწოლის თეთრეულის და მათი ნაწილების სასწმენდ ნაჭრებად გამოსაყენებლად გაყიდვა ჩაითვლება კანონდარღვევად, თუ ისინი არ არის სტერილიზებული“, - ნათქვამია კანონმდებლობაში. აკრძალვის მთავარი დანიშნულება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვაა. 

თუმცა, სან-ფრანცისკო აშშ-ის ერთადერთი ქალაქი არაა, რომელშიც ავტომობილებზე უცნაური კანონმდებლობა მოქმედებს. მაგალითად, დასავლეთ ვირჯინიის შტატში თუ სასწრაფო/სამაშველო ან საპატრულო მანქანის საჭიროებისას სვლას არ შეანელებთ და გზას არ დაუთმობთ, შესაძლოა ციხეში 60 დღის გატარება მოგიწიოთ.

ასევე კალიფორნიაში „დღის განათების შესახებ კანონი“  მოქმედებს, რომელიც კრძალავს მანქანის გაჩერებას ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან ან ქუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს, რათა მძღოლებმა და ფეხით მოსიარულეებმა ერთმანეთი უფრო ადვილად დაინახონ და ავარიის საფრთხე არ შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები