კლასიკური ავტომობილები, კოლექცია, სიტროენი
Aa
Aa

მამაკაცმა 20 წელიწადში 120-ზე მეტი Citroën-ისგან შემდგარი კოლექცია შექმნა

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მცხოვრებმა ანრი ფრედემ ორ ათწლეულზე მეტი დახარჯა და მსოფლიოში Citroën-ის ალბათ ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია შექმნა. CitroMuseum-ი ორიგინალურობაზე, დაბალ გარბენსა და ისტორიულ სიზუსტეზეა ორიენტირებული და Citroën-ს წარმოაჩენს ისეთს, როგორიც ის რეალურადაა.

ის რაც უბრალოც კერძო კოლექციონერის ენთუზიასტურ პროექტად დაიწყო, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ავტომწარმოებლისადმი ნოსტალგიურ, სრულმასშტაბიან ხარკად იქცა. კოლექცია დაახლოებით 2.5 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და სამ შენობაში, 120 მანქანას, სამ კატეგორიად ანაწილებს. პირველი კატეგორია 2CV მოდელებს და მათ წარმოებულებს მოიცავს, ხოლო მეორე - ლეგენდარულ DS-სა და Traction Avant-ს.

ბოლო კატეგორიაში Citroën-ის სხვა ომისშემდგომი მოდელების მრავალფეროვანი კოლექციაა განთავსებული. რეალურად, ფრანგულ ბრენდს თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენიმე გამორჩეული ავტომობილი ჰყავდა, მათ შორის Citroen Oli-ს კონცეფცია, რომელიც მუყაოსგან არის დამზადებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების დიდი ნაწილი ქარხნულ მდგომარეობაშია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს რესტავრაცია სჭირდება, ყველა მათგანი მუშაობს.

ადრეული უტილიტარული დიზაინიდან ექსპერიმენტულ ფუფუნების მოდელებამდე, ეს მუზეუმი, ათწლეულების განმავლობაში, Citroën-ის ინოვაციებით სავსე ევოლუციას ასახავს. მუზეუმის სიაშია DS No. 32, რომელიც დღემდე არსებული უძველესი ცნობილი DS-ია და სწორედ ისეა წარმოდგენილი, როგორც 1955 წლის 6 ოქტომბერს პარიზის ავტოშოუზე დებიუტის დროს.

სხვა გამორჩეულ ავტომობილებს შორისაა 1938 წლის Traction Avant-ი და CX Prestige Turbo2, რომელთა გარბენიც მხოლოდ 126 კილომეტრს აღწევს. ეს ყველაფერი არაა. CitroMuseum-ი ზრდას აგრძელებს და კოლექციის მრავალფეროვნებაზეა ფოკუსირებული. 2022 წელს კოლექციას GSA Tuner-ი და Delta Blue GS BiRotor-ი შეემატა, რაც ბოლო წლებში, მისი ერთ-ერთი მსხვილი შენაძენია.  

 

მსგავსი სიახლეები